|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
რით გაძლიერდა ქართული არმია 2004-200 წლებში? |
|
|
თუკი დავუჯერებთ გაეროს ოფიციალურ რეესტრს, 2004 წელს საქართველომ კონტრაქტი დადო უკრაინასთან 40 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანის BMP-2 და 10 ცალი BTR-80 შესყიდვაზე. ეს ტექნიკა რამოდენიმე პარტიად შემოვიდა საქართველოში. ერთი ნაწილი 2004 წლის ბოლოს და მეორე 2005 წლის დასაწყისში. ალბათ ბევრს ახსოვს 40 ერთეული BMP-2 შეძენასთან დაკავშირებით სკანდალი სადაც 3 სამხედრო მოსამსახურე ტყუილად იჯდა ციხეში ხოლო დამნაშავეები კი თავისუფალში დარჩნენ. იმავე 2004 წელს ჩეხეთის რესპუბლიკამ 2 ზალპური ცეცხლის რეაქირული სისტემა RM-70 მოგვყიდა. უკრაინამ კი ექვსი 152 მმ-იანი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი 2S3 AKACIA. უზბეკეთში ერთი დამრტყმელი შვეუმფრენი MI-35 შევიძინეთ. 2005 წელს უკრაინაში შევიძინეთ 16 ცალი T-72 , 12 ერთეული BMP-2, 20 ერთეული BTR-80 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, 6 ერთეული თვითმავალი საარტილლერიო სისტემა AKATSIA, 2 სამხედრო-სატრანსპორტო ვერტალიოტი MI-8 და 7 დამრტყმელი შვეულმფრენი MI-24. 2005 წელს იარაღი უკრაინის გარდა ჩეხეთმაც მოგვყიდა. 35 ცალი შიშველი T-72 (შიშველი ანუ დინამიური დაცვის გარეშე) და 12 ერთეული 152მმ ნაღმტყორცნი. აგრეთვე 12 ერთეული 152 მმ DANA. მალე კი შემოგთავაზებთ 2006 წელს შეძენილი საჭურველის მონაცემებს. მომზადებული ჟურნალ "არსენალი"-ს მიხედვით.
|
|
|
|
|
|
ME-262 მოკლედ! |
|
|
ამ თვითმფრინავზე გრძელ ვერსიას შემდეგ შემოგთავაზებთ. ეს თვითმფრინავი იყო პირველი "ეფექტიანი" ტურბორეაქტიული გამანდგურებელი. შეიარაღებული იყო 4 ცალი 30 მმ ქვემეხით. აგრეთვე შეეძლო 82 მმ უმართავი რაკეტების წაღებაც რომელსაც მესამე რაიხის თვითმფრინავები ამერიკული B-17 და b-24 წინააღდეგ იყენებდნენ. სულ გადაკეთდა 40 თვითმფრინავი და აქედან 6 ცალს თითო ფრთაზე 2 იარუსად 48 უმართავი რაკეტის წაღება შეეძლო. მოხვედრისას ამერიკული ბომბდაშენები როგორც წესი მაშინვე ფეთქდებოდნენ და გარშემო მყოფებსაც აზიანებდნენ. ხოლო დანარჩენ 36 კი 16 რაკეტა მიჰქონდა. მისი 4 ცალი 30 მმ ქვემეხის მაინც არ უჭირდა ამერიკული ბომბდამშენების ჩამოგდება.... ყველა დროს საუკეთესო 10 გამანდგურებეს შორის იგი მე-4 ადგილას გაიყვანეს. მის მთავარ ნაკლად ითველა ის რომ მას ქონდა ნელ P-51 შედარებით ცუდი მანევრულობა და ძალიან ცოტა რაოდენობით გამოუშვეს. დაბალია ექსპულატაციის ხანგრძლივობაც.
|
|
|
|
|
|
ვინ გადაუფრინა თბილისს?! |
|
|
თუ კაცი ერთხელ მაინც მდგარა საშიშროების წინაშე, მოსალოდნელი ხიფათის შეგრძნება ან ჩვეულებრივი შიში მის გონებაში სამუდამოდ გაბატონდება. სულ რაღაც წელიწად-ნახევრის წინ ქართულ მიწას რუსეთის ავიაციამ ოთხ დღეში სამი ათასამდე ბომბი და რაკეტა დააყარა, ამიტომაც სავსებით გასაგებია ის შიში, რაც მოქალაქეების თვალებში ჩნდება, როდესაც ცაში თვითმფრინავის თუ შვეულმფრენის გუგუნი ისმის. 28 და 29 ნოემბრის საღამოს დედაქალაქის ცენტრალური უბნების (განსაკუთრებით კი საბურთალოს) მცხოვრებთა ნაწილი დააფრთხო მათი კორპუსების თავზე შვეულმფრენების დაბალ სიმაღლეზე გადაფრენამ. ამის ცოდნას ჩვეულებრივ მოქალაქეს ვერ მოსთხოვ, მაგრამ სამხედრო საქმეში მეტ-ნაკლებად გაცნობიერებული ადამიანი სპეციფიკური ხმაურით მიხვდებოდა, რომ თბილისს მაშინ "იროკეზის" ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო შვეულმფრენებმა გადაუფრინეს. ასეთი საფრენი აპარატები კი რუს ოკუპანტებს არ ჰყავთ. როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, 28 ნოემბრის შაბათ საღამოს, თბილისის თავზე მფრენი "იროკეზიდან" იღებდნენ რენი ჰარლინის ფილმის კადრებს. 29 ნოემბრის კვირა საღამოს, საჰაერო ფრენები დედაქალაქის ცენტრალური უბნების თავზე უფრო ინტენსიური იყო, თუმცა შეიძლება აღარც იყო დაკავშირებული ამერიკულ-ქართული მხატვრული ფილმის გადაღებებთან. რა დასამალია, რომ ქართველი პილოტები დაჩქარებული ტემპით სწავლობენ ღამით ფრენებს, რის რეალური პრაქტიკული გამოცდილებაც აგვისტოს ომამდე ნაკლებად ჰქონდათ. რუსეთის ავიაცია, განსაკუთრები
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ავღანური მისიის პერიპეტიები |
|
|
ობამა ავღანეთში დამატებით 30 ათას სამხედროს გაგზავნის, NATO მხოლოდ 5 ათასს და აქედანაც 750 ქართველი იქნება... რამდენიმეთვიანი დუმილის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა გასულ კვირას, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებით 30000-კაციანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ. დღეს ავღანეთში OISAFF-ის ოპერაციაში თითქმის 70 ათასი კაცი მონაწილეობს. ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკული საგანგებო ოპერაციების დანაყოფები დამატებით საკუთარ საბრძოლო ოპერაციებს ახორციელებენ. მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის, რადგან რეალურად NATO და აშშ ავღანეთში ძირითადად მხოლოდ მსხვილ დასახლებულ პუნქტებს აკონტროლებენ. ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის (რომელიც სინამდვილეში პირობითი საზღვარი უფროა) გაუკონტროლებლობა "თალიბანისა" და "ალ-ქაიდას" მებრძოლებს საშუალებას აძლევს, ავღანეთში განხორციელებული დივერსიული აქტების შემდეგ თავი პაკისტანს შეაფარონ. NATO-ს გენერალური მდივანი რასმუსენი მიესალმება აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ავღანეთში დამატებით 30000-იანი სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ (აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ამას, თავისი ინიციატივით, "ჩუმად" კიდევ 3 ათასი კაცი მიუმატა. თუმცა მალე გამოჩნდება, ამ "თვითნებობას" კონგრესი დაამტკიცებს თუ არა). რასმუსენი ჰპირდება თეთრ სახლს, რომ NATO ქუდზე კაცს მოიძიებს და ავღანეთში დამატებით 5 ათას კაცს გაგზავნის. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ თურმე NATO ასე წვალებით მოძიებულ 5 ათას კაცში იმ 750 ქართველსაც თვლის, რომელსაც გაისად თებერვალში, 31-ე ბატალიონის შემადგენლობა
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
თავდაცვის ეპიცენტრი დედაქალაქი იქნება |
|
|
4 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა ვაზიანის სამხედრო ბაზაში, მე-4 ქვეითი ბრიგადის დისლოკაციის მეზობლად ახალი კეთილმოწყობილი მინიბაზა გახსნა, რომელშიც პირველი საარტილერიო ბრიგადა განთავსდება. ერთი-ორი კვირით ადრე თბილისის ახლოს, პირველი ქვეითი ბრიგადის ბატალიონებიც გადანაწილდნენ. საგულისხმოა, რომ პირველი ქვეითი, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადები მანამდე შესაბამისად გორის მახლობლად, საავტომობილო ტრასასთან და შიგ გორში იყვნენ დისლოცირებულნი. პირველი ქვეითი ბრიგადის ყოფილი დისლოკაციის ადგილზე ფონიჭალიდან თავდაცვის ეროვნულმა აკადემიამ გადაინაცვლა, ხოლო გორში არტილერისტების ნაცვლად ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი მე-5 ქვეითი ბრიგადის დანაყოფები დაიდებენ ბინას. პირველი ქვეითი ბრიგადა, ისევე როგორც პირველი საარტილერიო ბრიგადა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში შედარებით უკეთ მომზადებულად და ბრძოლისუნარიანად ითვლება. ქართული არმიის მთავარი დასაყრდენი სამხედრო შენაერთების თბილისისკენ გადმოსროლა ძალაუნებურად გვაფიქრებინებს, რომ ხელისუფლება რუსეთის შესაძლო მორიგი სამხედრო აგრესიისგან თავდაცვის ეპიცენტრად დედაქალაქს - თბილისს მიიჩნევს. რაგინდ ძნელად მისაღები უნდა იყოს თითოეული ჩვენგანისთვის, მით უფრო არათბილისელთათვის, ეს ლოგიკურია. ახალგორის რაიონში თითქმის საავტომობილო ტრასასთან და სარკინიგზო ხაზთან ჩამოსულ რუს ოკუპანტებს იოლად შეუძლიათ გადაკეტონ ორივე მაგისტრალი, მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტროგადაცემის ხაზები და ააფ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ნადირაძის რაკეტებმა მოსკოვი და ვაშინგტონი კიდევ ერთხელ დააპირისპირა... |
|
|
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაწყებული "გადატვირთვის" პოლიტიკის მთავარი ნაწილი ბირთვულ შეიარაღებაზე ახალი შეთანხმების გაფორმებაა. სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შემცირების შესახებ პირველ დოკუმენტს ჯერ კიდევ 1991 წელს, საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წელს მოეწერა ხელი. ამ ხელშეკრულების ადაპტირებულ ვარიანტს 2009 წლის 5 დეკემბერს გასდის ვადა და მანამდე თეთრმა სახლმა და კრემლმა უსათუოდ უნდა მოასწრონ და მოაწერონ ხელი ახალ შეთანხმებას. სტრატეგიული ბირთვული ქობინებისა და მათი გადასატანი საშუალებების (ბომბდამშენების ფრთოსანი რაკეტები, ატომური წყალქვეშა ნავების საზღვაო ბალისტიკური რაკეტები და სახმელეთო, შახტური განთავსების საკონტინენტთაშორისო ბალისტური რაკეტები) შემდგომი შემცირება ორივე მხრიდან რეალურია, მაგრამ გასულ კვირას, დახურული მოლაპარაკებების დროს, ამერიკელ და რუს ექსპერტებს შორის მოულოდნელად სერიოზული წინააღმდეგობა გაჩნდა. ვაშინგტონი და მოსკოვი ვერ თანხმდებიან სტრატეგიული დანიშნულების შეტევითი შეიარაღების ერთ-ერთ კონკრეტულ სახეობაზე. ეს გახლავთ უნიკალური სახეობის იარაღი, მობილური სარაკეტო კომპლექსი HC-12М Топаль-ი - დიდი, 14-ბორბლიანი მანქანიდან ხდება 45-ტონიანი ბალისტიკური რაკეტის გაშვება. მას 10 ათას კმ-ზე 550 კილოტონა ტროტილის ეკვივალენტი ბირთვული მუხტი გადააქვს და მიზანთან 200 მ რადიუსში ფეთქდება! ანალოგიური შესაძლებლობებისაა მიწისქვეშა შახტებში დამალული ბალისტიკური რაკეტებიც, თუმცა ამ სარაკეტო შახტების უზუსტესი კ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
კრემლი თავისი ჭეშმარიტი ზრახვების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადავიდა |
|
|
კრემლი თავისი ჭეშმარიტი ზრახვების პრაქტიკულ რეალიზაციაზე გადავიდა, - ასე აფასებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსული მხარი განცხადებას აფხაზეთის სანაპიროსთან 7 დეკემბრისთვის სამი რუსული სასაზღვრო კატერის განთავსების შესახებ. "რუსეთი ზრდის სამხედრო პოტენციალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რითაც კიდევ ერთხელ უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აფხაზეთის სასაზღვრო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ოლეგ ფროლოვის განცხადებით, სასაზღვრო კატარღები განთავსებული იქნებიან ოჩამჩირეში. მათი მიზანია "რესპუბლიკის საზღვაო საზღვრის დაცვა". ფროლოვს შევახსენებთ, რომ საერთაშორისო სამართალი არ იცნობს ცნებას "აფხაზეთის ტერიტორიული წყლები" ან "აფხაზეთის საზღვაო სივრცე". აქედან გამომდინარე, რუსეთის ფედერაციის ეს ქმედება კვალიფიცირდება, როგორც მეკობრეობა და მიზნად ისახავს სუვერენული სახელმწიფოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საოკუპაციო სამხედრო კონტინგენტის გაძლიერებას", - ნათქვამია ქართული მხარის განცხადებაში. განცხადების მიხედვით, სასაზღვრო დაცვის კატარღების ოჩამჩირის საზღვაო აკვატორიაში განთავსება კიდევ უფრო ზრდის რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო პროვოკაციების საშიშროებას. ეს ქმედება საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არამედ მთელ შავი ზღვის რეგიონსა და
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| « 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 40 41 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |