|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
რუსი მესაზღვრეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრებზე უსაფრთხოებას უახლესი ტექნიკით დაიცავენ |
|
|
რუსი მესაზღვრეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. საზღვრებზე უსაფრთხოებას უახლესი თანამედროვე ტექნიკით დაიცავენ. "საზღვრებზე გამოიყენება ახალი, თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათ შორის, გემები, კატარღები, რადიოლოკაციური ოპტიკური ტექნიკა”, - განუცხადა ჟურნალისტებს დსთ-ის სასაზღვრო ჯარების სარდლობის საბჭოს საკოორდინაციო სამსახურის თავმჯდომარემ, გენერალ-პოლკოვნიკმა ალექსანდრე მანილოვმა. მანილოვის თქმით, აღნიშნული ტექნიკა, ორმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების დაცვის მიზნით გაიგზავნება. ”ყველაფერი, რაც აუცილებელია ხელმოწერილი თანხმობის რეალიზაციისთვის, შესრულებული იქნება და საზღვრებიც საიმედოდ დაცული”, - აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა. "ინტერპრესნიუსი"
|
|
|
|
|
|
ევროპა ცხინვალს კოსმოსიდან დააკვირდება... |
|
|
2008 წლის ოქტომბრიდან საქართველოში იმყოფება ევროკავშირის 200-მდე წარმომადგენელი, რომელთაც აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტის ზონებში მონიტორინგი უნდა ჩაეტარებინათ. დღეს ეს კონფლიქტური ზონები ფაქტობრივად რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერაა ოკუპირებული და იქ ევროკავშირის მეთვალყურეებს ახლოსაც არ აკარებენ. ევროკავშირის წარმომადგენლები კონფლიქტის ზონების საზღვრებს ქართული მხრიდან მხოლოდ ბინოკლებით უყურებენ და რაიმე მონიტორინგის განხორციელებაზე ლაპარაკიც არ არის. გამოდის, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას საქართველოში აზრი ეკარგება. ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსასვლელად, ოფიციალური თბილისის შეთავაზებით, განიხილება საკითხი, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები იმის გასაგებად, თუ რა ხდება ყველასთვის ჩაკეტილ "თეთრ ლაქებში" - დაპყრობილ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანს-იონგ ჰაბერი აცხადებს, რომ კოსმოსური სადაზვერვო თანამგზავრი მთლიანად ვერ შეცვლის მიწაზე განხორციელებულ მონიტორინგს, მაგრამ სულ არაფერს ისევ ეს სჯობს და ევროკავშირს ექნება დოკუმენტური მასალები, თუ რა მშენებლობები მიმდინარეობს კონფლიქტის ზონებში, საით გადაადგილდება სამხედრო კოლონები. ჯერ საბოლოოდ ოფიციალურად არ არის გადაწყვეტილი, როდის შეუდგება ევროკავშირი საქართველოს კონფლიქტური ზონების კოსმოსურ მონიტორინგს. შეიძლება ასეთი გადაწყვეტილება საერთოდ არც მიიღონ, რადგან ევროკავშირის წევრმა ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ ვეტო დაადო
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
მედვედევი მინსკზე ზეწოლას უარყოფს |
|
|
მედვედევი მინსკზე ზეწოლას უარყოფს მოსკოვი არასოდეს სთხოვს სხვა ქვეყნებს აღიარონ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა - ეს კომენტარი დიმიტრი მედვედევმა ბელორუს ჟურნალისტებთან გააკეთა, თუმცა აქვე აღიარა, რომ რუსეთისთვის კარგი იქნება, თუ იმ ქვეყნების მოკლე სიას, რომლებმაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ცნეს, სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდებიან. აღიარებს თუ არა მინსკი სოხუმისა და ცხინვალის დამოუკიდებლობას, ეს ბელორუსის შიდა სახელმწიფოებრივი საქმეა,`- ამბობს პრეზიდენტი. მედვედევის მტკიცებით, სოხუმისა და ცხინვალის აღიარება მოსკოვისთვისაც საკმაოდ რთული გადასაწყვეტი იყო, თუმცა თბილისიდან წამოსულმა აგრესიამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. რუსეთის პრეზიდენტი ირწმუნება, რომ მოსკოვი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის შიდა საქმეებში არასოდეს ერევა. კრემლი დიპლომატიური მარცხის შენიღბვას ცდილობს - ასე აფასებენ თბილისში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას. ქართველი პოლიტიკოსების თქმით, რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას მსოფლიოს მასშტაბით ვერ მიაღწია - რის გამოც ის ამჟამად იგნორირების პოლიტიკას მიმართავს.
|
|
|
|
|
|
რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა |
|
|
რუსეთის ახალი სამხედრო დოქტრინა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭომ ახალი სამხედრო დოქტრინის პროექტი მოამზადა. ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა. სამხედრო დოქტრინაში აღწერილია, თუ რა ვითარებაში შეუძლია რუსეთს, ბირთვული იარაღის გამოყენება და პრებენტიული დარტყმის განხორციელება. სამხედრო დოქტრინის პროექტი სამი თავისგან შედგება. Pპირველ თავში, სახელწოდებით “სამხედრო საფრთხეები და სამხედრო მუქარები”, შიდა და გარე სამხედრო საფრთხეები, ასევე პოტენციური სამხედრო კონფლიქტებია აღწერილი. მეორე თავში, სახელწოდებით “რუსეთის ფედერაციის სამხედრო პოლიტიკა” ნათქვამია, რომ რუსეთისთვის უმნიშვნელოვანეს ამოცანას შეიარაღებული კონფლიქტების არიდება და შეკავება წარმოადგენს. აღწერილია ასევე ამ ამოცანების შესრულების საშუალებებიც. ხოლო მესამე თავში, სახელწოდებით “თავდაცვის სამხედრო-ეკონომიკური და სამხედრო-ტექნიკური უზრუნველყოფა” რუსული თავდაცვითი-საწარმო კომპლექსების გაუმჯობესების საჭიროებას ესმევა ხაზი. ახალი პროექტი რუსეთის სამხედრო დოქტრინის მესამე ვარიანტია. პირველი პროექტი რუსეთის მთავრობამ 1993 წელს, ხოლო მეორე 200 წელს მიიღო.
|
|
|
|
| « 1 2 ... 11 12 13 14 15 ... 19 20 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |