ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს

შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სააქციო საზოგადოება "თბილისის საერთაშორისო აეროპორტის" დირექტორი კონსტანტინე ქამუშაძე და ბუღალტერი დავით კობაიძე დააკავეს.
შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ დაკავებულებმა ფინანსური მაქინაციებით გაზარდეს ხარჯი და მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი მილიონ 500 ათასი ლარი.
ამასთან, 2008 წლის აგვისტოსა და დეკემბერში კონსტანტინე ქამუშაძემ პირადად თავისთვის ხელფასის და პრემიის სახით მიიღო 31 ათასი ლარი. საერთო ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა მილიონ 500 ათასი ლარის მატერიალური ზარალი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით, რაც 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


"ინტერპრესნიუსი”

დიმიტრი მედევედევი - რუსეთი საზღვარგარეთ შეიარაღებულ ძალებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებს

რუსეთი საკუთარ შეიარაღებულ ძალებს საზღვარგარეთ მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გამოიყენებს.
როგორც კრემლის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა ფედერაციის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
შეხვედრაზე მედვედევმა აღნიშნა, რომ გასულ კვირაში თავდაცვის შესახებ კანონში შესული ცვლილება პარლამენტში განსახილველად სწორედ ფედერაციის საბჭოს წევრების ინიციატივით შევიდა.
"მიმაჩნია, რომ ამ მხრივ დღეს სამართლებრივი პრობლემა აღარ გვაქვს. რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის გადაწყვეტილება მხოლოდ აბსოლუტურად განსაკუთრებული ხასიათის იქნება და მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში მივიღებთ. მაგრამ როგორც ჩვენი მცირე ხნის წინანდელი გამოცდილება აჩვენებს, სამართლებრივი მექანიზმი მაინც უნდა არსებობდეს", - აღნიშნა მედვედევმა.
მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები დედამიწის ნებისმიერ წერტილში დაცულები უნდა იყვნენ და რუსეთის სახელმწიფოსგან დაცვას გრძნობდნენ.
რუსეთის თავდაცვის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ შეიარაღებული ძალების ოპერატიულად გამოყენების მექანიზმებს განსაზღვრავს.

"ინტერპრესნიუსი"

რუსეთის დაზვერვის შეფი ახალ ქართულ ომზე საუბრობს
The New York Times
მოსკოვი – რუსეთის სამხედრო დაზვერვას სჯერა, რომ საქართველომ შესაძლოა კვლავ შეუტიოს სამხრეთ-ოსეთს, პრო-მოსკოვურ რეგიონს, რომლის გამოც ამ ორ ქვეყანას შორის შარშან ომი გაჩაღდა, ხუთშაბათს განაცხადა რუსეთის ძლევამოსილი დაზვერვის ხელმძღვანელმა

ალექსადნრე შლიახტუროვი, რომელიც აპრილში რუსეთის შეიარაღებული ძალების დაზვერვის (გრუ) ხელმძღვანელად დაინიშნა განაცხადა, რომ სიტუაცია დაძაბულია და ნატო-ს წევრი ქვეყნები იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი საქართველოს იარაღით მომარაგებას განაგრძობენ.

”საქართველოსთან დაკავშირებით სიტუაცია კვლავ დაძაბულია, რადგან საქართველოს ხელისუფლება არამხოლოდ უარს ამბობს აფხაზეთის და სამხრეთ-ოსეთის სუვერენიტეტის აღიარებაზე, არამედ ყველა გზით ცდილობს ამ ქვეყნების… საკუთარი იურისდიქციისთვის დაქვემდებარებას” – განაცხადა მან საინფორმაციო სააგენტო ”იტარ-ტასი”-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

”ამას დაუმატეთ სააკაშვილის მთავრობის არაპროგნოზირებადი ხასიათი, რომელსაც შეუძლია ძალის გამოყენების ცდუნებას აჰყვეს, რათა ეს ჯიუტი რესპუბლიკები მოათვინიეროს, როგორც ეს შარშან გააკეთა” – განაცხადა მან.

”ჩვენ არ გამოვრიცხავთ მოვლენების ასეთ განვითარებას” – განაცხადა შლიახტუროვმა, რომელიც აკონტროლებს რუსეთის უდიდეს სადაზვერვო სამსახურს, რომლის აგენტებიც მთელს მსოფლიოში მუშაობენ და თავად რუსეთის შიგნით ჰყავთ ათასობით სპეციალური რაზმები.

სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს მთავრობის კონტროლს 1990-იანი წლების დასაწყისში გამოეყო. რუსეთმა ორივე რესპუბლიკა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად შარშანდელი ხუთდღიანი ომის შემდეგ აღიარა, ... კითხვის გაგრძელება »

რუსეთში აცხადებენ, რომ საქართველო შეიარაღებას ნატოს-გან, ისარაელისა და უკრაინისგან კვლავ იღებს

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის, ალექსანდრ შლიახტუროვის განცხადებით, საქართველო შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას ნატოს-გან, ისარაელისა და უკრაინისგან კვლავ იღებს. ამ ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო "ტრენდი" სხავადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, საქართველო, როგორც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებამდე, ნატო-ს ქვეყნებისგან, ისრაელისა და უკრაინისგან სამხედრო დახმარებას კვლავ იღებს. ნატო-ს ქვეყნები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოები, ალიანსის მონაწილეები ან როგორც მათ უწოდებენ, ნატო-ში ახლად შესული წევრები საქართველოს, ძირითადად, იარაღს და აღჭურვილობას აწვდიან. აშშ საქართველოს ჯარების პირადი შემადგენლობის ნატო-ს ტაქტიკით მომზადებას ეწევა, ისრაელი საქართველოს უპილოტო საფრენ აპარატებს აწვდის, უკრაინა - მძიმე შეიარაღებას, კერძოდ, ტანკებსა და საჰაერო თავდაცის საწინააღმდეგო საშუალებებს", - აცხადებს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი.
მისივე თქმით, უკრაინის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება სახელმწიფო ხაზით არ ხდება, არც უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების მფარველობისა და ინფორმაციის გარეშე.
ამასთან, შლიახტუროვმა აღნიშნა, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში არსებულ ვითარებაზე, ასევე, საქართველოს პოლიტიკაზე ამ რეგიონების მიმართ რუსეთის დაზვერვის სამსახური განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.
"სადაზვერვო სამსახური ქვეყნის წინაშე მდგარ სხვა საფრთხეებზეც აქტიურად მუშაო ... კითხვის გაგრძელება »

პარლამენტი მომავალ კვირას პრეზიდენტის კიდევ ერთ ინიციატივას განიხილავს.

თანამედროვე დაზვერვის სისტემის ჩამოყალიბება ამ მიზნით საკანონმდებლო ორგანოში “სადაზვერვო საქმიანობისა” და “დაზვერვის სამსახურის შესახებ” ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდა. პროექტი 15-მდე მოქმედ კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. “საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ” კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მიზანს სადაზვერვო საქმიანობის ეფექტურობის ამაღლება და დაზვერვის სამსახურის სტატუსის განსაზღვრა წარმოადგენს. დეპუტატები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დადებითად აფასებენ და ამბობენ, რომ ცვლილებების შემდეგ დაზვერვის სისტემა გაუმჯობესდება. პარლამენტში კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა მომავალ კვირას არის დაგეგმილი.

ავღანეთში 5 ბრიტანელი სამხედრო მოკლეს

ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ხუთი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლეს. როგორც "ბი-ბი-სი"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, "თალიბების" მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 5 ბრიტანელი ჯარისკაცი დაიღუპა. დაჭრილია 6 ჯარისკაცი და 2 ადგილობრივი სამართალდამცავი.
ჰელმანდის პროვინცია ავღანეთში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ზონად ითვლება. დღევანდელი შემთხვევის ჩათვლით, მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანეთში დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცთა რიცხვმა 92 შეადგინა.
ბრიტანეთის სამხედრო ძალებს, ცოცხალი ძალის მსგავსი მასშტაბის დანაკარგი 1982 წლის ფოლკლენდის ომის შემდეგ არ ჰქონია.

"ინტერპრესნიუსი"

ისრაელის ფლოტმა ირანული კონტრაბანდული იარაღით დატვირთული გემი დააკავა
ისრაელის სამხედრო ფლოტმა ანტიგუას დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი დააკავა, რომელსაც მეამბოხე მებრძოლებისთვის განკუთვნილი იარაღი გადაჰქონდა.
როგორც ”ბი-ბი-სი” ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, სატვირთო ხომალდ ”მარინესს” დიდი რაოდენობით კონტრაბანდული იარაღი და სხვადასხვა საბრძოლო მასალა ირანიდან, სავარაუდოდ, სირიის ან ლიბანის მიმართულებით გადაჰქონდა.
გემი ამჟამად აშდოდის პორტშია გადაყვანილი, სადაც მისი აღწერა და დათვალიერება ხორციელდება.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენჯამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. მან ქვეყნის სამხედრო ფლოტს და უსაფრთხოების ძალებს წარმატებული ოპერაციის ჩატარება მიულოცა.

"ინტერპრესნიუსი"

ნატო-ში რუსულ გამანადგურებლებთან შეტაკების შესახებ განაცხადეს

გერმანელმა სამხედროებმა ინციდენტის შესახებ ისაუბრეს, რომელშიც გერმანიის, რუსეთისა და ფინეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი გამანადგურებლები მონაწილეობდნენ. აღნიშნული ინციდენტი 15 სექტემბერს ბალტიის ზღვის თავზე მოხდა.
როგორც ”Rheinische Post”-ი ბუნდესვერზე დაყრდნობით წერს, გერმანიის ერთ-ერთი გამანადგურებელი ”Eurofighter”-ი ესტონეთის საჰაერო სივრცის პატრულირებას აწარმოებდა, როდესაც მან რუსული თვითმფრინავ А-50-ისთვის გზის გადაღობვის ბრძანება მიიღო, რომელიც ესტონეთის საზღვრებს უახლოვდებოდა.
გერმანელი მფრინავები რუსულ თვითმფრინავს მიუახლოვდნენ და მათთან კონტაქტზე გასვლა სცადეს, თუმცა მზვერავმა დუმილი არჩია.
გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენლები თვითმფრინავ А-50-ს ფოტოებს უღებდნენ, როდესაც მათ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ორი Су-27 გამანადგურებელი ზებგერითი სიჩქარით მიუახლოვდა.
ამ არეულობის დროს სამმა რუსულმა და ორმა გერმანულმა თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო საზღვრამდე მიაღწია.
მათ შესაჩერებლად ორი ფინური F-18 გაემართა, რომელთა მფრინავებმაც რუსებისგან მოითხოვეს არ გადაეკვეთათ საზღვარი და ინციდენტის მონაწილეებს ნეიტრალურ საჰაერო სივრცემდე ესკორტირება გაუწიეს.
ამის შემდეგ ყველა თვითმფრინავი წარმატებით დაბრუნდა საკუთარ ბაზაზე.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

თბილისი მოსკოვთან ლარსის საზღვრის გახსნაზე მოლაპარაკებას არ აწარმოებს
ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებებს ქართული მხარე უარყოფს. ამ საკითხთზე კომენტარი დღეს საგარეო სამქეთა სამინისტროშიც გაკეთდა. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განაცხადებით ლარსის გამშვები პუნქტის გახსნასთან დაკავშირებით ტექნიკურ საკითხებზე მოლპარაკებები არა რუსეთთან, არამედ სომხეთთან მიმდინარეობს. ქართული მხარის ინფორაციით რუსეთთან მოლაპარაკებებს სომხური მხარე აწარმოებს და ქართული მხარე ლარსის გამშვებ პუნქტს მას შემდეგ გახსნის, რაც რუსეთი და სომხეთი დეტალებზე შეთანხმდებიან. ამ საკითხზე საქართველოსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებები გასულ კვირას დაიწყო.
იზრდება რუსული შენაერთების რაოდენობა და არა - რუსი სამხედროების რიცხვი
რუსულ მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაციები ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის - СКВО-ს 58-ე საერთო საჯარისო არმიის რეფორმირების დაწყების შესახებ.
ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რუსეთის არმიამ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო შიდასტრუქტურული ცვლილება და ოთხკომპონენტიანი სტრუქტურიდან (არმია-დივიზია-პოლკი-ბატალიონი) გადადის სამკომპონენტიანზე (არმია-ბრიგადა-ბატალიონი). ბუნებრივია, ცვლილებები იმ 58-ე არმიასაც შეეხო, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა დაკიდებული საქართველოს თავზე, რაც, სამწუხაროდ, ცხადად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში.
2009 წლის დასაწყისში 58-ე არმიის პირადი შემადგენლობა 28968 კაცს შეადგენდა. მის შეიარაღებაში იყო 251 ტანკი, 706 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის 339 საარტილერიო დანადგარი.
58-ე არმიაში სტრუქტურულად შედიოდა მე-19 მოტომსროლელი დივიზია და ცალკეული საბრძოლო შენაერთები. ახალი ინფორმაციის თანახმად, ვლადიკავკაზში, 58-ე არმიის ბაზაში, მთავრდება ოპერატიული მეთაურობის ფორმირება. დაგეგმილია, რომ ჩრდილო კავკასიაში ორი დივიზიის საფუძველზე შეიქმნება 7 მოტომსროლელი და ერთი სატანკო ბრიგადა.
სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს მასმედიაში დიდი აჟიოტაჟი, რადგან, მათი განცხადებით, ჩრდილო კავკასიაში რუსეთი თავის ძალებს ოთხჯერ ზრდის.
ეს რომ ასე იყოს, ნამდვილად საგანგაშო იქნებოდა, თუმცა ჩვენმა ჟურნალისტებმა ცოტა არასწორად თარგმნეს რუსი კოლეგების ნათქვამი - მართლაც ზრდა ოთხჯერადია, ოღონდ არა ჯარების პირადი შემადგენლობის რაოდენობის, არამედ სამხედრო შენაერთებისა.
ჩრდილო კავკასიაში 58-ე არმიის მე-19 მ ... კითხვის გაგრძელება »

« 1 2 ... 13 14 15 16 17 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja