ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
Dragon Runner-ის რობოტები, ბრიტანეთს ავღანეთში დაეხმარება

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, თავდაცვით კომპანია QinetiQ-ს, 100 რობოტი Dragon Runner-ი შეუკვეთა, რომელიც ავღანეთში ბრიტანეთის ჯარების
დაცვისათვის გადაიგზავნება, - იუწყება DefPro.
კონტრაქტის ღირებულება 12 მილიონი ფუნტი სტერლინგია.
Dragon Runner -ს სამხედროები ტერიტორიების გასანაღმად გამოიყენებენ. ისინი აღჭუვილი იქნება სპეციალური მანიპულატორითა და დისტანციური ვიდეოსადამკვირვებლო თვალით. მისი წონა მთლიანობაში 20 კილოგრამი იქნება, გადასატანად კი ერთი სამხედროს ძალაც საკმარისი იქნება.
არ არის გამორიცხული, რომ ბრითანეთის თავდაცვამ სხვაგვარი კონფიგურაციის რობოტებიც მიიღოს, მაგრამ კონკრეტულად როგორი ჯერ არ სახელდება.

მომზადებულია "ლენტა.რუ"-ს მიხედვით.

WEB-ARMY'S FORUM

ხალხნო კია ხანია შეიქმნა ჩვენი ფორუმი მაგრამ რატომღაც არ შემოდიხართ.... შემოდით რა მართალია ძალიან ბევრი ინფორმაცია არ დევს მარა.... შემოთ რა....

ისრაელის სამხედროებმა ღაზას საზღვართან ერთი პალესტინელი მოკლეს და ერთი დაჭრეს


ქართველების გატაცების ფაქტმა ევროკავშირი შეაშფოთა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოხატავს რუსი მესაზღვრეების მიერ ადმინისტრაციულ საზღვართან 16 ქართველის დაკავებასთან დაკავშირებით.

მისია მოუწოდებს მხარეებს, აღნიშნული პრობლემა განიხილონ და მოაგვარონ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფების ფარგლებში.

ევროკავშირის დამკვირვებელთა მისია მიიჩნევს, რომ 16 ადამიანის დაკავება სერიოზულ გავლენას ახდენს სოფელ გრემისხევის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ამასთანავე, მისია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი ასახავს იმ სერიოზულ პრობლემას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ მოსახლეობის საქმიანობასთან დაკავშირებით არსებობს და ზამთრის მოახლოებასთან ერთად შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს.

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში საქართველოს 16 მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა 26 ოქტომბერს დააკავეს. ისინი ტყეში შეშას ჭრიდნენ.

ცხინვალი დაკავებულებს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს. ბოლო ინფორმაციით, ისინი ახალგორის პროკურატურაში იმყოფებიან.

სააკაშვილი დღეს პოლონეთს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში სააკაშვილი პოლონელ კოლეგას, ლეხ კაჩინსკის და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს შეხვდება.

პრეზიდენტი სააკაშვილი მოძრაობა “სოლიდარობის” ერთ-ერთი ლიდერის, იეჟი პოპელუშკოს ძეგლს გვირგვინით შეამკობს.

ოკუპანტების გატაცებული ქართველები ტყვეობაში რჩებიან

რუსი მესაზღვრეების მიერ გუშინ გატაცებული 16 ქართველი ამ დრომდე ტყვეობაში რჩება.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა, დაკავებულების საქმესთან დაკავშირებით არანაირი ახალი დეტალი დადგენილი არ არის.

”მხოლოდ ის ვიცით, რომ ისინი ახალგორის განყოფილებაში ჰყავთ. გუშინ მათი დაკავების ადგილზე ევროკავშირის დამკვირვებლებიც გვყავდა მიყვანილი. მათ დააფიქსირეს, რომ 16 ადამიანი რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. რუსები დუშეთის რაიონში იყვნენ გადმოსულები, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს ადმინისტრაციული საზღვარიც კი არ გადაუკვეთავთ”, - აღნიშნა შოთა უტიაშვილმა.

დუშეთის რაიონის სოფელ გრემისხევში საქართველოს 16 მოქალაქე რუსმა მესაზღვრეებმა 26 ოქტომბერს დააკავეს და ახალგორის მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებს.

ჩეჩნეთში სარაკეტო დარტყმების შედეგად 20-მდე ”ბოევიკი” გაანადგურეს

ჩეჩნეთში მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად 20-მდე ”ბოევიკი” გაანადგურეს. ერთ-ერთ ვერსიით, მათ შორის არის დოკუ უმაროვიც.
ამის შესახებ ”იტარ-ტასი” ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
სპეცოპერაცია პრეზიდენტ რამზან კადიროვის დავალებით და დუმის დეპუტატის, ადამ დელიმხანოვის ხელმძღვანელობით 13 ნოემბერს ჩატარდა.
რუსული საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ვერტმფრენებმა სარაკეტო დარტყმები შალაჟის დასახლებულ პუნქტან ახლოს განახორციელეს.
სპეცოპერაციის შედეგად 20-მდე ”ბოევიკი” გაანადგურეს, მათ შორის ამოცნობილია ისლამ უსფახაჯიევის (ზედსახელად ”იმამი”) გვამი, რომელიც დოკუ უმაროვის დაჯგუფების ერთ-ერთი მეთაური იყო. 2005 წლიდან იგი იძებნებოდა.
სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა რამზან კადიროვმა, რომელმაც განაცხადა, რომ ლიკვიდირებულ ”ბოევიკებს” შორის შესაძლოა, დოკუ უმაროვიც იყოს.
ცნობილია, რომ სპეცოპერაციის დროს მოკლულია, აგრეთვე, რუსტამ აკუევი და ალხაზურ ბაშაევი.

"ინტერპრესნიუსი"

სერგეი ლავროვი - რუსეთი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება ცუდად დასრულდებოდა

სერგეი ლავროვი - რუსეთი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება ცუდად დასრულდებოდა

Ambebi.Geრუსეთის
საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, ერთი წლის წინ,
როცა ”სააკაშვილმა სამხრეთ ოსეთზე თავდასხმის დანაშაულებრივი ბრძანება
გასცა”, რუსეთი მსოფლიოს აფრთხილებდა, რომ საქართველოსთვის დიდი ოდენობით
შეტევითი შეიარაღების მიწოდება "ცუდად დასრულდებოდა”. ამის შესახებ
ლავროვმა ტელეკომპანია ”ვესტისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

”მე
მარწმუნებდნენ, რომ სააკაშვილი ამას ვერ გაბედავდა. მე მქონდა საშუალება,
კონდოლოზა რაისს გავსაუბრებოდი. მან მითხრა: თუ სააკაშვილი იმ იარაღის
გამოყენებას გაბედავს, რომელსაც ჩვენ ვაწვდით, შეუძლია, ნატო-ში
გაწევრიანება დაივიწყოს. იმის შემდეგ, რაც მან იარაღი გამოიყენა, რაისს
ვკითხე, როგორ გადაწყდებოდა ნატო-ში საქართველოს შესვლის საკითხი და მან
არაფერი მიპასუხა”, - აღნიშნა ლავროვმა.  

რუსი მინისტრი
იმედოვნებს, რომ ამ სიტუაციიდან დასკვნას ბევრი გააკეთებს.  ლავროვმა
აღნიშნა, რომ რუსეთი სხვადსხვა წყაროდან იღებს ინფორმაციას იმის თაობაზე,
რომ ცალკეული ქვეყნები რთული სქემებით მაინც ცდილობენ, შეტევითი
შეიარაღების შეძენაზე საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნა დააკმაყოფილონ.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გ ... კითხვის გაგრძელება »

„დაუყოვნებელი პასუხი“ დასრულდა

„დაუყოვნებელი პასუხი“ დასრულდა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი სამხედრო წვრთნა, “დაუყოვნებელი პასუხი” (Immediate Response) დასრულდა. სამხედრო წვრთნები ორი კვირის განმავლობაში სამშვიდობო მისიებისთვის ქართველი სამხედროების მომზადების ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ფარგლებში მიმდინარეობდა.
დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სწავლების დახურვის ცერემონიალი გაიმართა. წვრთნების დროს გამორჩეულ ჯარისკაცებს სერტიფიკატები და საჩუქრები გადაეცათ.
სწავლება „დაუყოვნებელი პასუხი“ იმ პროგრამის ნაწილს წარმოადგენს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ოპერაციებისთვის ქართველი ჯარისკაცების მომზადებას. წვრთნის ამ ეტაპზე საქართველოს შეიარაღებული ძალები კონტრ-ტერორისტული ოპერაციებისათვის საგანგებოდ მოემზადნენ. ქართველი ჯარისკაცები უახლოეს მომავალში სამშვიდობო ოპერაციებს ავღანეთში ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ჩაატარებენ. “ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერია, რომ საქართველოს არმია ავღანეთის უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში ნებაყოფლობით მონაწილეობს,”- ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ოფიცალურ განცხადებაში. სამ ... კითხვის გაგრძელება »

კანადის ატაშე თავდაცვის სამინისტროში

კანადისა და საქართველოს თავდაცვის უწყებებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. კანადის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი სილვეინ ლესგუთრი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ნიკოლოზ ვაშაკიძეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეს, ბრიგადის გენერალ დავით ნაირაშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე ნატოსთან ინტეგრაციის ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP) მიმდინარეობაზე და ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) ოპერაციაში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობაზე ისაუბრეს. მხარეებმა კანადის სამხედრო განათლების დახმარების პროგრამაში (MTAP) საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებიც განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში კანადელი ატაშე ასევე დაათვალიერებს ალექსეევკის და მარნეულის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზებს.

სილვეინ ლესგუთრი საქართველოს 13 ნოემბერს დატოვებს.

« 1 2 ... 12 13 14 15 16 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja