|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
ჭუბერ-საკენის უღელტეხილი - ჯოჯოხეთი ქართველებისთვის |
|
|
საბედისწერო პალმა პროფესიით აგრონომი იყო ლუკა კუკულავა, მოწოდებით კი - მებაღე. ცხოვრობდა შარვაშიძის ქუჩის #51-ში, ქართველებით, აფხაზებით, ბერძნებით, რუსებითა და სომხებით დასახლებულ ქუჩაზე, რომელიც ზღვის სანაპიროზე იწყებოდა და რკინიგზასთან მთავრდებოდა. ზღვისა და მზის ქალაქის გარდა, სოხუმს მწვანე ქალაქსაც უწოდებდნენ. იქნებ ბევრმა არც კი იცის, რომ პირველი პალმა სოხუმში ლუკა კუკულავას სახელს უკავშირდება. ამ მარადმწვანე მცენარეს თავიდან გაუჭირდა კლიმატსა და ნიადაგთან შეგუება, მაგრამ მალე ტროპიკული მხარის ხე-მცენარემ ნიადაგში ღრმად გაიდგა ფესვები. პირველი პალმა, ზღვის სანაპირო ქუჩაზე, კაფე "თოლიასთან" გამოჩნდა. შემდეგ კი ქალაქის სხვა ადგილები დაამშვენა. ბუნების მესაიდუმლეს პალმის სიყვარული ბედისწერად ექცა, თუმცა ამაზე, ცოტა ქვემოთ. როდესაც სოხუმიდან აეროპორტამდე ხუთკილომეტრიანი გზა გაიყვანეს, ვიღაც დილეტანტს აზრად მოუვიდა, რომ ქალაქში დარგული პალმები ამოეღო და მოტიტვლებული გზის ორივე მხარეს ჩაემწკრივებინა. პალმები გახმა! მარადმწვანე ხეების კვდომა ცოცხალი ადამიანის გარდაცვალებასავით იჯავრა მისმა დამრგავმა, ინფარქტით გარდაიცვალა. სილამაზის ტრფიალი თავის მოშენებულ პალმებს შეეწირა, ეს ხე საბედისწერო გახდა მისთვის. სამი შვილის მამას ექვსი შვილიშვილი ჰყავდა, - ხუთი ბიჭი და ერთადერთი გოგონა, მშვენიერი ნინო. ომს შეწირული სილამაზე სოხუმის მე-5 საშუალო სკოლის უფროსკლასელი იყო ნინო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. საშიშ ქალაქს გამორიდებ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
აშშ ავღანეთში დამატებით 30 ათას სამხედროს გაგზავნის |
|
|
აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, ხელი მოაწერა ბრძანებას ავღანეთში ამერიკელი ჯარისკაცების დამატებით გაგზავნის შესახებ. ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით, აშშ ავღანეთში 30 ათას სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის. თეთრი სახლის წარმომადგენლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის სტრატეგია და ამის შესახებ მსოფლიო ლიდერებს შეატყობინა. დღესვე დაგეგმილია ამ საკითხზე ობამას ოფიციალური გამოსვლაც. თეთრი სახლის პრესმდივნის, რობერტ გიბსის ინფორმაციით, ავღანეთის სამხედრო კონტინგენტის გაზრდის თემაზე სასაუბროდ აშშ-ის პრეზიდენტი სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს კვირას შეხვდა, შემდეგ ესაუბრა თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსსა და მრჩეველს უსაფრთხოების საკითხებში ჯეიმს ჯოუნსს, პრეზიდენტი დაუკავშირდა ავღანეთში აშშ-ის სამხედრო ოპერაციის მეთაურს, გენერალ სტენლი მაკრისტალსაც. დღეისთვის ავღანეთში აშშ-ის 68 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, ზოგადად, საერთაშორისო კოალიციის ჯარების რიცხვი ასი ათასს აჭარბებს. ავღანეთის ოპერაციაში აშშ-ის მთავარმა მოკავშირემ, დიდმა ბრიტანეთმა, ასევე, მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში კონტინგენტის გაზრდის შესახებ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, გორდონ ბრაუნმა უკვე გააკეთა განცხადება ავღანეთში 500 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ამის შემდეგ ავღანეთში ბრიტანელ ჯარისკაცთა რიცხვი 10 ათასი იქნება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმააც დაადასტურა ინფორმაცია, რომ რომი მზად არის, გაზარდოს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
კადეტები - იდეა მშვენიერი, შესრულება და შედეგი? |
|
|
კადეტის მომზადებასა და შემდგომ მის კარიერას მაშინ ექნება აზრი, თუკი ყოველი ახალი მინისტრი თუ შტაბის უფროსი თავისი გუნდის მოყვანით არ ჩაშლის ოფიცრის თანამდებობრივი და წოდებრივი წინსვლის პერსპექტივას... საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით და თავდაცვის სამინისტროს შესრულებით რეალური ხდება კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შექმნის შესაძლებლობა. თავდაცვის სამინისტრო უკვე აქვეყნებს ამ ლიცეუმის ამოცანებსა და მიზნებს. მკაფიოდაა ნათქვამი, რომ კადეტები უნდა მომზადდნენ თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში სწავლების გაგრძელებისთვის, ანუ განზრახულია ახალგაზრდა ოფიცრის მომზადების უფრო სერიოზული კურსი, ვიდრე აქამდე იყო. ოქრუაშვილის მინისტრობის დროს იმიტომ გაუქმდა კადეტთა კორპუსი, რომ თურმე ის საბჭოთა გადმონაშთი ყოფილა. ოთხი წლის შემდეგ ხელისუფლება აპირებს აღადგინოს კადეტის ცნება, მაგრამ ვინმე დაფიქრებულა, რა დავკარგეთ ამ პერიოდში? რა თქმა უნდა, ძველი კადეტთა კორპუსი, შეიძლება ბევრ კრიტიკას იმსახურებდა, მაგრამ მათი გამოსწორება შეიძლებოდა. კადეტთა კორპუსის გაუქმებით კი საქართველომ და კონკრეტულად ქართულმა არმიამ დაკარგა ასობით ახალგაზრდა ოფიცერი, რომელთაც დღეს კარგი საწყისი სამხედრო მომზადება ექნებოდათ და შეიძლება გამხდარიყვნენ ახალი ფორმირების ქართული არმიის დასაყრდენნი. აუცილებელია შეიცვალოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სწავლების კურსიც, რომელიც, ასევე ოთხიოდე წლის წინ, ყოველგვარი მეცნიერული დასაბუთებისა და სამხედრო გათვლების გარეშე რამდენიმე თვ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ვინ რომელ მხარეს დაიცავს?! |
|
|
საჭიროა თუ არა, გადაისინჯოს სამხედრო სამსახურის ექსტერიტორიული პრინციპი ხშირად გამჩენია კითხვა - კოდორის ხეობაში 2 ათასამდე პოლიციელისა და ამაზე მეტი სამხედროს ნაცვლად იქაური სვანები რომ მდგარიყვნენ, ხოლო დიდი ლიახვის ხეობაში, თამარაშენიდან კეხვამდე, სანაკოევის პოლიციელებს კი არ ედარაჯათ, არამედ ადგილობრივ შეიარაღებულ ფორმირებებს, იქნებ ეს ხეობები დროებით მაინც დაგვეცვა; ისინი ერთ-ორ დღეში მაინც იქიდან არ გამოიქცეოდნენ, მით უმეტეს, რომ მანამდე, 16 წლის განმავლობაში, მტერი თავიანთ სოფლებში არ შეუშვიათ... დღეს ქართულ არმიაში არის სახმელეთო ჯარების 5 ქვეითი და 2 საარტილერიო ბრიგადა, სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზები აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში, სხვადასხვა ადგილას დისლოცირებულია სადაზვერვო, საინჟინრო და ლოჯისტიკის დანაყოფები... ერთ-ერთი ყველაზე დიდი და, ამასთანავე, ფარული პრობლემა ის არის, რომ კახელს არ უნდა სენაკის ბრიგადაში სამსახური, მეგრელს - ვაზიანში და ბათუმელს - გორში. არა კუთხურობის გამო (თუმცა, სამწუხაროდ, ხანდახან ასეც არის), არამედ ძალიან მარტივი მიზეზით - 700-ლარიანი კონტრაქტით მომსახურეს უჭირს პარასკევ საღამოს სენაკიდან კახეთში ჩასვლა და კვირა საღამოსთვის ნაწილში დაბრუნება - დროც იხარჯება და, რა თქმა უნდა, ფულიც. მაგრამ ეს არ არის მთავარი. არის ასეთი მოსაზრება - რატომ მივდევთ საბჭოურ ტრადიციას, როდესაც ქართველს სავალდებულო სამხედრო სამსახური უთუოდ ციმბირში უნდა გაევლო, ხოლო საქართველოში შუააზიელები და რუს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ტყეებში ნაღმები გველიან... |
|
|
აგვისტოს ომით შეშინებული ადგილობრივი მოსახლეობა ნელ-ნელა იწყებს ტყეებსა და ყანებში გასვლას, სადაც მათ სასიკვდილო საფრთხე ელოდებათ... - აგვისტოს ომის შემდეგ, სადაც რუს სამხედროებს დროებითი პოზიციები ჰქონდათ მოწყობილი, მათ გარშემო ტერიტორია ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებითაა დანაღმული და ძალიან სახიფათოა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, - გვითხრა საქართველოს ნაღმსაწინააღმდეგო ცენტრის თავმჯდომარე გიორგი ლეკიშვილმა. აგვისტოს ხუთდღიანი ომის შემდეგ რუსულმა საოკუპაციო ჯარებმა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეშიც გადაინაცვლეს და თითქმის ორი თვე პოზიციები ჰქონდათ მოწყობილი ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონების გარეთაც. - ომის დროს თავდაცვის სამინისტროს საინჟინრო ბრიგადის ერთ-ერთი გამნაღმველი ჯგუფის ინსტრუქტორი ვიყავი. სოფელ ფლევთან ჩასაფრებული ვაფიქსირებდი, თუ როგორ ნაღმავდნენ რუსები ტყიანი ფერდობის გადაღმა ყანებს. 80-მდე სამხედრო ერთ მწკრივად მოდიოდა და, როგორც საბჭოთა არმიაში იყო მიღებული, იმ წესით, ჩაცუცქულები აწყობდნენ მიწაში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს და შემდეგ ნიღბავდნენ, - იხსენებს გიორგი ლეკიშვილი. იგი ფიქრობს, რომ რუსმა სამხედროებმა ომის შემდეგ დანაღმეს სოფელ სკრაში სამხედრო საწყობის თავზე ტყის მასივის 600 ჰა-ც. დანაღმვამდე რუსმა ჯარისკაცებმა ტყეც გაცხრილეს და იქ თავშეფარებული ყველა ადგილობრივი მოსახლე ტყიდან გაიყვანეს. თუმცა საეჭვოა, ეს ჰუმანური მოსაზრებით გაეკეთებინათ, უთუოდ პრაგმატული მიზნები ჰქონდათ. ე.წ. ბუფერუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
Su-25 ვირტუალური საპილოტაჟო ჯგუფი, პირველი ქართული! |
|
|
|
|
|
|
| « 1 2 ... 14 15 16 17 18 ... 40 41 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |