ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის განცხადება

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის - საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის - გეორგის პაპანდრეუსის განცხადებით, ეუთო საქართველოში არსებული მდგომარეობის უკანა პლანზა გადატანას არ აპირებს . პაპანდრეუსის აზრით, გაყინული კონფლიქტი ქვეყნებს შორის მხოლოდდამხოლოდ უთანხმოების მიზეზი ხდება. გასული წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომის გამოცდილების შემდეგ, ეუთოს თავმჯდომარე მოითხოვს, რომ საქართველოში არსებულ კონფლიქტურ რეგიონებში ეუთოს მონიტორინგის მისიები მაქსიმალურად გაძლიერდეს.

დიმიტრი როგოზინი ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებით აღშფოთებულია

დიმიტრი როგოზინი აღშფოთებულია ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლებით, რომელიც ვაზიანში მიმდინარეობს.
ამის შესახებ რუსეთის სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატო-ში დიმიტრი როგოზინმა რადიო “ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს ნებისმიერი სამხედრო მანევრი რუსი სამხედროებისა და პოლიტელიტის შეშფოთებას იწვევს.
"ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება მით უფრო იწვევს ჩვენ შეშფოთებას, რომ გვახსოვს ერთი წლის წინანდელი ივლისის წვრთნებს აგვისტოს ომი მოყვა”, - აღნიშნა როგოზინმა.
მისივე თქმით, ახლა რუსეთსა და ნატო-ს შორის სასწრაფოდ უნდა დაიდოს სამხედრო საქმიანობაში ურთიერთნდობის ხელშეკრულება, “რათა თავიდან ავიცილოთ ნატო-სა და რუსეთის შეხების ხაზზე საშიში სამხედრო მანევრები”.
როგოზინი მიიჩნევს, რომ ნატო-მ წინასწარ უნდა ჩააყენოს რუსეთი საქმის კურსში, თუ როგორი ხასიათის სწავლებას გეგმავს მის საზღვრებთან ახლოს.
ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ქართულ-ამერიკული წვრთნები ქართველი სამხედროების ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიზნით ტარდება.

"ინტერპრესნიუსი"

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო შენაერთების რაოდენობას ოთხჯერ გაზრდის

რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო შენაერთების რაოდენობას ოთხჯერ გაზრდის. ამის შესახებ ”ნეზავისიმაია გაზეტას” ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში ინფორმირებულმა წყარომ აცნობა.
ჩრდილოეთ კავკასიის შტაბის ოფიცრის ინფორმაციით, რომელმაც ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავა, ჩეჩნეთში ცალკეული მე-8 სამთო ბრიგადის შექმნისა და მოსკოვის ოლქიდან როსტოვის ოლქის ქალაქ მილოროვოში ცალკეული საავტომობილო ბატალიონის გადასროლის გარდა, სამხედრო დაჯგუფება ძლიერდება ჩრდილოეთ ოსეთში.
გაზეთის ინფორმაციით, ვლადიკავკაზის 58-ე არმიის ბაზაზე ოპერატიული მართვის ფორმირება სრულდება, რომელშიც 7 მოტომსროლელი და ერთი სატანკო ბრიგადა შევა.
ჩრდილოეთ კავკასიაში ძალების გაძლიერება გაგრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ქვედანაყოფების ხარჯზეც. ამ მიზნით კრასნოდარის მხარეში შექმნილია სამთო მომზადების ცენტრი “ხაცევიტი”. ჩრდილოეთ კავკასიის ძალების შემადგენლობაში, ასევე, შევა რუსეთის არმიაში პირველი ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტა - “ისკანდერის” დივიზიონი.
იმის შესახებ, რომ რაკეტებს ჯარები 2010 წელს მიიღებენ, ამას წინათ შეიარაღების დარგში თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ პოპოვკინმა განაცხადა. გენერალს არ დაუზუსტებია, თუ სად იქნებიან ისინი განლაგებული, მაგრამ მისი თქმით, “მათი ადგილი სწორედ ქვეყნის სამხრეთშია”.
ამის გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში საავიაციო პოლკები სამხედრო ავიაბაზებად გადაკეთდება, თითოეული მათგანის შტატში ა ... კითხვის გაგრძელება »
სიტუაცია იძაბება აფხაზეთში

აფხაზეთის ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.როგორც დგეს გამართულ ბრიფინგზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ გიორგი ბარამიამ განაცხადა,მწვავე უთანხმოებაა თავად ოპოზიციურ ძალებს შორისაც.რუსმა ოკუპანტებმა წუხელ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში,ოკუპირებულ ტერიტორიაზე დამატებითი შეიარაღებული ძალები შეიყვანეს.საუბარია 500 ჯარისკაცზე და სამხედრო ტექნიკაზე,რომლებიც გალის რაიონის სოფლებში-ლაჟვარდში,ჭუბურხინსა და ხაბერიოში განთავსდნენ.ტექნიკა განათავსეს აგრეთვე ენგურჰესთანაც.

ავღანეთში 8 ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს

ავღანეთის სამხრეთით მომხდარი აფეთქებების შედეგად 8 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა, აცხადებენ ნატო-ს ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი შეიარაღებული ძალები. დაღუპულია ასევე ერთი ავღანელი მშვიდობიანი მოქალაქე.
ავღანეთში რვაწლიანი ომის მანძილზე ეს ოქტომბერი ამერიკელი ჯარისკაცებისთვის ყველაზე სისხლიანი თვე აღმოჩნდა, იტყობინება სააგენტო ”ასოშიეითიდ პრესი”. თვის დასაწყისიდან სულ 55 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

მომზადებულია bbc.co.uk-ს მიხედვით.


რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში დამატებით 500-კაციანი კონტინგენტი შეიყვანეს

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში 27 ოქტომბერს დამატებითი სამხედრო ძალა შეიყვანეს. ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, გიორგი ბარამიამ დღეს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
"გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯსა და საბერიოში დაახლოებით 500 სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს. მძიმე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში გადაადგილდებოდა "ენგურჰესის" მიმართულებით და ამ პერიმეტრზე ყველა გადასასვლელი ბილიკი მკაცრად კონტროლდება", - აღნიშნა ბარამიამ.
მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ დაახლეობით 350 რუსი სამხედრო და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაშიც.
"რუსული სამხედრო კონტინგენტის ასეთი გაძლიერება ძალიან საგანგაშოა და არც პროვოკაციებია გამორიცხული. ამ ვითარებით თავად აფხაზებიც შეშფოთებულნი არიან. ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ქმედითი რეაგირება მოახდინონ კონფლიქტის ზონასა და მთლიანად აფხაზეთში შექმნილ უკიდურესად დაძაბულ ვითარებაზე. ამ ფონზე არც სამხედრო ესკალაციაა გამორიცხული”, - განაცხადა ბარამიამ.
მისივე თქმით, თაგილონში, ფიჩორსა და ოტობაიაში მიმდინარეობს რუსული სამხედრო ბაზებისა და რუსი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.

"ინტერპრესნიუსი"

ინგუშეთში ოპოზიციონერი მახშარიფ აუშევი მოკლეს

ინგუშეთში მახშარიფ აუშევი მოკლეს. აუშევი ცნობილი ადგილობრივი ოპოზიციონერი და ბიზნესმენი იყო, რომელიც აქტიურად უპირისპირდებოდა კრემლის პოლიტიკას. აუშევი ნალჩიკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე საკუთარ მანქანაში ავტომატური იარაღის გამოყენებით მოკლეს. გარდა ამჟამინდელი ხელისუფლებისა, აუშევი რეპუბლიკის ყოფილ ხელმძღვანელს - მურატ ზიაზიკოვსაც აკრიტიკებდა. მაგომეთ ხაზბიევი - დაღუპულის მეგობარი და ოპოზიციის ერთერთი აქტივისტი მიიჩნევს, რომ მკვლელობაში შესაძლოა ინგუშეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, იანუს ბეგ ევკუროვის ხელი ურევია. მისი თქმით, არსებობს ჩანაწერები, სადაც ევკუროვი აცხადებს, რომ აუშევებისა და ხაზბიევების ოჯახები უნდა განადგურდეს. ევკუროვი ამის საპირისპიროდ აცხადებს, რომ საქმის გამოძიებაში პირადად ჩაერთვება და ყველაფერს გააკეთებს, რათა რესპუბლიკაში მსგავსი კრიმილნალი აღკვეთოს. თუმცა, უკანასკნელ ხანებში ძალადობის ფაქტები ჩრდილოეთ კავკასიაში უფრო და უფრო მატულობს.

აშშ ერაყიდან ჯარების გამოყვანის ვადებს არ ცვლის

აშშ ერაყიდან ჯარების გამოყვანის ვადებს არ ცვლის და მთელი თავისი საბრძოლო შენაერთის აღნიშნული ქვეყნიდან გამოყვანას 2010 წლის ივლისის ბოლოს აპირებს, განაცხადა პენტაგონის წარმომადგენელმა, ბრაიან უიტმანმა.
”ერაყიდან შეიარაღებული ძალების გამოყვანის გრაფიკი, რომლის შესახებაც აშშ-ის ხელმძღავნელობამ განაცხადა, არ შეიცვლება”, - აღნიშნა უიტმანმა ბრიფინგზე. უიტმანს ჰკითხეს, შეიცვლება თუ არა ერაყიდან ჯარების გამოყვანის ვადები ქვეყანაში დანიშული არჩევნების გამო.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.


23:00: მხატ. ფილმი"წინასწარმეტყველი"

დღეს ტელეკომპანია საქართველოზე გადის მხატ. ფილმი"წინასწარმეტყველი" ყველას გირჩევთ უყუროთ wink

იტალია ავღანეთში სამხედრო კონტიგენტს ზრდის

იტალია ავღანეთში ოთხას ჯარისკაცს აგზავნის. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, იგნაციო ლა რუსამ განაცხადა. იტალიელი სამხედროები ავღანეთში ნატოს კონტინგენტის გაძლიერებისთვის ჩავლენ, და ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მშვიდობიან ჩატარებას უზრუნვეყოფენ. ამჟამად ავღანეთში, ნატოს კონტინგენტის შემადგენლობაში, სამ ათასამდე იტალიელი ჯარისკაცი მსახურობს.

« 1 2 ... 14 15 16 17 18 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja