ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
"აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა" კოდორის ხეობაში ტაქტიკური სწავლება დაასრულეს

აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა კოდორის ხეობაში პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.
"ინტერფაქსის" ცნობით, აფხაზეთის შეიარაღებულმა ძალებმა საბატალიონო-ტაქტიკური სწავლება დაასრულეს, რომლის ფარგლებშიც ღამით მთიან და ტყიან ადგილებში გაიარეს მომზადება.
აფხაზეთის ე.წ. გენშტაბის უფროსი ანატოლი ზაიცევი აცხადებს, რომ ღამით გამიზნული სამხედრო მოქმედებების სწავლება წარმატებით დასრულდა. მისივე თქმით, პირობითი მოწინააღმდეგე განადგურებულია.
სწავლების თანახმად, პირობითი მოწინააღმდეგე ზემო აფხაზეთში ერთ-ერთი სოფლიდან შეღწევას ცდილობდა, რომელიც აფხაზებმა ჯვარედინი საარტილერიო ცეცხლით გაანადგურეს.
სწავლებას ესწრებოდა აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია.

"ინტერპრესნიუსი"


ანდერს ფოგ რასმუსენი - საქართველო ნატო-ში შესაძლოა, MAP-ის გარეშე გაწევრიანდეს

საქართველო ნატო-ში შესაძლოა, MAP-ის გარეშე გაწევრიანდეს. როგორც ტელეკომპანია "რუსთავი 2" იუწყება, ეს განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ბრატისლავაში მიმდინარე არაფორმალურ მინისტერიალზე განაცხადა.
რასმუსენმა ნატო-ს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ალიანსის უმთავრესი პრობლემა ამ მომენტისთვის ავღანეთია. იგი აპირებს უახლოეს პერიოდში რუსეთში ჩავიდეს და რუსეთ-ნატო-ს ურთიერთობები მოაგვაროს.
გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ამ ურთიერთოებების მოგვარებას ნატო-ს პრინციპები არ უნდა შეეწიროს.
"ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილებები ძალაშია. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან. რა თქმა უნდა, მათ კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილონ. ეს არის მიზეზი იმისა, თუ რისთვის ჩამოვაყალიბეთ კომისიები საქართველოსა და უკრაინისთვის. ჩვენ ამ კომისიების ფარგლებში ორივე ქვეყანაში ვმუშაობთ. იმედი მაქვს, რომ ჩემი გენერალური მდივნის რანგში ყოფნის პერიოდში პროგრესს მივაღწევთ", - განაცხადა რასმუსენმა.

"ინტერპრესნიუსი"


სომალის დედაქალაქში სარაკეტო დარტყმების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში სარაკეტო დარტყმებმა დღეს 30 ადამიანი იმსხვერპლა, 70 კი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.
რაკეტები ქალაქის ბაზრის ტერიტორიაზე დაეცა. ამერიკული ტელეკომპანიის ჟურნალისტის მტკიცებით, სარაკეტო დარტყმა აფრიკული კავშირის სამეთვალყურეო პუნქტებიდან განხორციელდა.
მათივე ცნობით, ითვლება, რომ სომალის ტერიტორიაზე მსგავსი შეიარაღება მხოლოდ აფრიკული კავშირის სამშვიდობოებს აქვთ, თუმცა, თავად სამხედროები კატეგორიულად უარყოფენ სომალის დედაქალაქზე სარაკეტო შეტევის ფაქტს.

"ინტერპრესნიუსი"


ისრაელი და აშშ რაკეტების მოგერიების ხერხებს ამუშავებენ
[r]
შტატები სამხედრო წვრთნებს ატარებენ, რომელიც ისტორიის მანძილზე პირველი ყველაზე მასშტაბური მსგავსი ღონისძიებაა.
მანევრების დროს, რომლებიც ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, სამი მხრიდან ისრაელზე მასობრივ კოორდინირებულ სარაკეტო თავდასხმებზე რეაგირების ხერხებს შეიმუშავებენ.
წვრთნებში ათასი ამერიკელი სამხედრო მოსამსხურე და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ფლოტის კუთვნილი 15 ხომალდი მონაწილეობს.
როგორც მასმედიის წარმომადგენლები იტყობინებიან, სამხედროების ინფორმაციით, სწავლების დროს ისრაელში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ყველაზე თანამედროვე საშუალებები იქნება წარმოდგენილი.

მომზადებულია bbc.co.uk-ს მიხედვით.


პოლონეთი აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტთა მიღებას დათანხმდა

პოლონეთი მზად არის საკუთარ ქვეყანაში აშშ-ის მოდერნიზებული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტები განალაგოს. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებაზე დაყრდნობით ამის შესახებ ”როიტერი” იტყობინება.
ტუსკმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ახალ ამერიკულ პროექტში პოლონეთის მონაწილეობასთან დაკავშირებით აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.


ხარისხი და არა რაოდენობა - ხელისუფლება ბოლოს და ბოლოს მიხვდა თავის შეცდომას

ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობამ გასულ კვირას თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს წარუდგინა რეზერვის ახალი სისტემის მოწყობის თავისი ხედვა.
აღნიშნულ თემაზე ეს მეორე პრეზენტაცია გახლდათ. თავდაპირველად რეზერვის ახალი სისტემის ძირითადი მიმართულებები უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებს გააცნეს.
მისასალმებელია, რომ ეროვნული გვარდია არ მალავს იმ ძირითად პრობლემებს, რომლებმაც აგვისტოს ომში ხელისუფლებისაგან ასე დაპირებული რეზერვის სისტემის კრახი მთელ ქვეყანას დაანახვა.
- რეზერვისტების არასათანადო მომზადება საბრძოლო მოქმედებებისთვის; რეზერვისტთა უმრავლესობისთვის სამხედრო საქმის სრული უცოდინარობა; ორ წელიწადში 28 ათასი რეზერვისტის ვითომდა მომზადება; მართვის რგოლში გამოცდილი სამხედროების კატასტროფული ნაკლებობა, როდესაც 500 რეზერვისტის სამართავად მხოლოდ 5 ოფიცერი და სერჟანტი თუ მოდიოდა.
აი, ის ძირითადი მიზეზები, რომელთა გამო ეროვნული გვარდიის ყოფილი ხელმძღვანელობის პროგრამა უბრალოდ ჩაფლავდა.
არადა, წელიწადში თითქმის 30 მლნ ლარი იხარჯებოდა რეზერვისტთა მომზადებაზე, რაც ფაქტობრივად, წყალში გადაყრილი თანხა აღმოჩნდა, რადგან ახლა თითქმის თავიდან აპირებენ რეზერვის მომზადების დაწყებას.
ახალი პროგრამის გაცნობისას რჩება შთაბეჭდილება, რომ ეროვნული გვარდია ამჯერად მართლაც უფრო სერიოზულად უდგება ამ საკითხს და რაც მთავარია, აღარ გამოეკიდება რაოდენობას, ყურადღება რეზერვისტთა მომზადების ხარისხზე გადადის.
2007-2008 წლებში "კ ... კითხვის გაგრძელება »

სომალელმა მეამბოხეებმა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს

სომალელმა მეამბოხეებმა ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელიც კისმაიოს პორტის თავზე მიფრინავდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
მეამბოხეთა მოძრაობის "ალ-შაბააბის" წარმომადგენელმა, შეიხ ხასან იაკუბმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა. ამჟამად მეამბოხეები მის ნამსხვრევებს ეძებენ. ისინი ვარაუდობენ, რომ უპილოტო საფრენი აპარატი მათზე ჯაშუშობდა.
"BBC News"-ის მონაცემებით, ამერიკელმა სამხედროებმა ერთი თვის წინ, "ალ-შაბააბთან" ერთად მომუშავე "ალ-ქაიდას" წევრების განადგურების მიზნით, სომალის ტერიტორიაზე ვერტმფრენებით შეაღწიეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელები სომალში უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებენ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.


ბრიტანეთი ავღანეთში დამატებით კიდევ 500 ჯარისკაცს გააგზავნის

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დამატებით კიდევ 500 ბრიტანელი ჯარისკაცი ჩაერთვება.
”ბი-ბი-სი”-ს ცნობით, ამის შესახებ განცხადება დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა გორდონ ბრაუნმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ნატო-ს წევრი ქვეყნების მხრიდან სათანადო მხარდაჭერა და სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობა იქნება, ბრიტანელი ჯარისკაცები ავღანეთში იმ დრომდე იქნებიან, სანამ საკმარისი რესურსი და აღჭურვილობა ექნებათ.
აღნიშნული განცხადების გაკეთებამდე გორდონ ბრაუნმა იმ 37 ბრიტანელი ჯარისკაცის სახელი და გვარი ამოიკითხა, რომლებიც აგვისტოს თვიდან დღემდე ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მსვლელობისას დაიღუპნენ.
მიმდინარე წლის განმავლობაში ავღანეთში 84 ინგლისელი ჯარისკაცი დაიღუპა. 2001 წლიდან დღემდე კი, მას შემდეგ რაც ავღანეთში სამშვიდობო ოპერაციები დაიწყო, დაღუპულ ბრიტანელ ჯარისკაცთა რიცხვი 221-ს შეადგენს.

"ინტერპრესნიუსი"


ჰილარი კლინტონმა რუსეთს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ერთობლივი მშენებლობა შესთავაზა

სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ხელმძღვანელობით ამერიკის დელეგაცია მოსკოვში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ერთობლივი მშენებლობის წინადადებით ჩავიდა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა რუსეთისა და ვერაზიის საკითხებში, მაიკალ მაკფოლმა.
მაკფოლმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის ალექსანდრე ვერბშოუს განცხადებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტების უკრაინაში შესაძლო განთავსებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებმა არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთეს, რამაც მოსკოვის მღელვარება გამოიწვია. ”უკრაინა არასდროს ყოფილა განხილული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი შეიარაღების კონტექსტში”, - განაცხადა მან.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

აზერბაიჯანი ახალ იარაღს უშვებს

აზერბაიჯანის თავდაცვითი მრეწველობის სამინისტრო, მსხვილკალიბრიანი სნაიპერული იარაღის - ”ისტიგლალის” გამოშვებას დაიწყებს და იგი 2010 წელს იქნება მზად, - წერს DefPro.
12,7 მილიმეტრიანი იარაღი, 15 კილოგრამის წონის იქნება. რაც შეეხება დანარჩენ სახასიათო ნიშნებს, წინა მოდელისაგან არაფრით არ იქნება განსხვავებული.
უკვე ცნობილია, რომ ”ისტიგლალს”, როგორც აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ასევე სხვა ქვეყნებში ექსპორტისთვისაც გამოუშვებენ.
იარაღის სტანდარტული ვერსია IST-14,5-ის სახელს ატარებს და 2008 წლიდან იწარმოება. პირველად ”ისტიგლალი” სტამბოლში IDEF 2009-ს გამოფენაზე გამოიტანეს. იარაღს მიზნის განადგურება 3000 ათასი მეტრის სიშორეზე ძალუძს. იგი 20 კილოგრამს იწონის და -50-დან +50 გრადუს ტემპერატურაზეა შესაძლებელი.

მომზადებულია ”ლენტა.რუ”-ს მიხედვით.

« 1 2 ... 15 16 17 18 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja