|
ტოპ მომხმარებლები |
|
|
Admin < TD> Generalissimo < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 1503 237 217 |
Checked < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 215 207 29 |
Moder < TD> Major < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 122 185 87 |
Admin < TD> Colonel general < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 51 93 11 |
Checked < TD> Private < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 27 49 5 |
| |
|
|
|
|
|
საზენიტო კომპლექსები კი გვჭირდება, მაგრამ ვინ გვაძლევს?! |
|
|
ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი ობამას ადმინისტრაციას საქართველოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას სთხოვს, მაგრამ... "საქართველოს საჰაერო თავდაცვისუნარიანობის განადგურებამ ქვეყანა მოსალოდნელი საფრთხეების წინაშე დაუცველი დატოვა", - ეს სიტყვები აშშ-ის უხუცეს პოლიტიკოსს, დიდად გავლენიან რესპუბლიკელ სენატორ რიჩარდ ლუგარს ეკუთვნის. იგი პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციას და ევროპელ მოკავშირეებს საქართველოს გადაიარაღების საკითხის სასწრაფო განხილვას სთხოვს. სენატორ ლუგარის ამ გამოსვლას ცნობილმა ბრიტანულმა საინფორმაციო საშუალებამ, BBC-მ, საღამოს რუსულ რადიოპროგრამაში საგანგებო გადაცემა მიუძღვნა. პირდაპირ ჩართვაში აშშ-იდან მიწვეული იყო რუსეთისა და ევრაზიის საკითხების წამყვანი ექსპერტი არიელ კოენი, რუსეთიდან დსთ-ის ქვეყნების ინსტიტუტის საქართველოს განყოფილების გამგე მიხაილ ალექსანდროვი, ხოლო საქართველოდან - ამ სტატიის ავტორი. ნახევარსაათიანი პირდაპირი რადიოეთერის დროს მოსკოველი სტუმარი სულ ცდილობდა, დაემტკიცებინა ამერიკული მხარისთვის, რომ სენატორ ლუგარის ინიციატივას აზრი არა აქვს, რადგან რა საზენიტო საშუალებებიც უნდა მიაწოდოს აშშ-მა საქართველოს, რუსეთი მათ რამდენიმე წუთში ჯართად აქცევსო... ამან, რა თქმა უნდა, აღგვაშფოთა და რამდენიმემილიონიანი რადიოაუდიტორიის გასაგონად სათითაოდ ჩამოვუთვალეთ მოსკოველ მოხელეს რუსეთის ავიაციის დანაკარგები აგვისტოს ომის დროს, რასაც რუსეთის გენშტაბი ნაწილობრივ დღესაც არ ამხელს. თუმცა არც ამერიკელებს მოვრიდებივართ - აგვისტოს ომის შემდეგ არაერთხელ გვსმენია თქვენი
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ახალ წელს ქართული არმია 180 პოლკოვნიკის გარეშე ხვდება |
|
|
13 დეკემბერს, კვირა ღამით, შეიარაღებული ძალების ყველა ნაწილში დაიგზავნა ბრძანება, რომლის თანახმადაც მეორე დღეს, 14 დეკემბერს ყველა ვიცე-პოლკოვნიკი და პოლკოვნიკი სპორტული ფორმით უნდა გამოცხადებულიყო სამსახურში და ფიზიკურ მომზადებაში ტესტი ჩაებარებინა. ასეც მოხდა. ვიცე-პოლკოვნიკებმა და პოლკოვნიკებმა ფიზიკურ მომზადებაში სამი სახის (სირბილი 3,2 კმ-ზე, აზიდვა და მუცლის პრესი) ტესტირება გაიარეს. იმავე დღეს, 14 დეკემბერს გამოიცა თავდაცვის მინისტრის ბრძანება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის #609 ბრძანებით დამტკიცებული სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების მე-15 თავის მე-10 პრიმამუხლის თანახმად, გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან და გაყვანილ იქნენ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის ჯ-1 განკარგულებაში შემდეგი სამხედრო მოსამსახურეები... ჩამონათვალში ზუსტად 180 ასეთი სამხედრო მოსამსახურე (ვიცე-პოლკოვნიკისა და პოლკოვნიკის ჩინით) აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ფიზიკურ ტესტირებამდე ორიოდე კვირით ადრე, 1-2 დეკემბერს შეიარაღებული ძალების ვიცე-პოლკოვნიკები და პოლკოვნიკები მოულოდნელად ნაწილ-ნაწილ დაიბარეს თავდაცვის სამინისტროში და სპეციალური 40-კითხვიანი ტესტი გაატარეს. მათ შორის იყო საკითხები ოპერატიულ-ტაქტიკური დაგეგმარებიდან, რუკაზე ტაქტიკური ნიშნების გაშიფვრა, რამდენი წლით ირჩევენ გაერთიანებული შტაბის უფროსს, რომელია უწყებრივი ჯილდოები და ა.შ. ჩანს, სწორედ ამ ორი ტესტირ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
"იტალიელებს მაფიოზის "საპატიო" წოდების ქართველებისთვის გადმოცემა მოგვიწევს |
|
|
"დღემდე არ ვიცი, რა მიზეზით დამილუქეს მაღაზია" "თქვენთან მიყრუებული სკოლაც კი პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება" ქვეყანაში გამეფებულ უსამართლობაზე უკვე უცხოელებიც ალაპარაკდნენ. საელჩოები კი თავიანთ მოქალაქეებს ოფიციალურ წერილებს უგზავნიან, თუ ვინმე გავიწროებთ, სასწრაფოდ შეგვატყობინეთო(!). ეტყობა, ჩვენმა ხელისუფლებამ წარსულის გაკვეთილები ვერ აითვისა. "შირნჰოფერის" სკანდალი არ აღმოჩნდა საკმარისი ჭკუის სასწავლებლად. გთავაზობთ უცხოელი ბიზნესმენის თვალით დანახულ ქართულ რეალობას. რობერტო სერალინი (ბიზნესმენი): - საქართველოში 2007 წელს ჩამოვედი და ძალიან მომეწონა აქაურობა. ისე ჩანდა, რომ ეკონომიკა კარგად ვითარდებოდა და გადავწყვიტე, მაღაზია გამეხსნა. მინდოდა, ხარისხიანი პროდუქცია შემომეტანა შესაბამისი სერტიფიკატითა და გარანტიით, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი რამ, რასაც made in Italy აწერია, სულაც არ არის იტალიური. მე პიზის პროვინციის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი ვიყავი, გადასახადების გაკონტროლება მევალებოდა. სასამართლო პროცესებზე საგადასახადო სამსახურს წარმოვადგენდი, მთავარი სპეციალისტის რანგში. ამიტომ ამ სისტემას კარგად ვიცნობ. პირველი წინააღმდეგობა, რასაც საქართველოში წავაწყდი, საბაჟო იყო. განბაჟება გაუგებარ და დამქანცველ ბიუროკრატიასთანაა დაკავშირებული. საბაჟოზე ორ კვირაზე მეტხანს დაგვაყოვნეს უმიზეზოდ, საბუთების მომზადების მოტივით. ორი კვირა ბიზნესმენისთვის დიდი დროა, დრო კი ფულია, რომელსაც უაზროდ გაფლანგვინებენ. თქვენი საბაჟო კანონმდებლობა გაუმართავია
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულების მიმართ პროკურატურამ 30 წლამდე პატიმრობა მოითხოვა |
|
|
მუხროვანის სამხედრო ამბოხებაში ბრალდებულების მიმართ პროკურატურამ 30 წლამდე პატიმრობა მოითხოვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" განსასჯელების ადვოკატმა, ნათია კორკოტაძემ განუცხადა, 30-წლიანი სასჯელი ბრალდებამ შალვა გოგიაშვილისა და კობა ოთანაძის მიმართ მოითხოვა, რომლებსაც ბრალი ედებათ დაუმორჩილებლობასა და ამბოხებაში. ბრალდების მხარემ 29-წლიანი პატიმრობა მოითხოვა ამავე დანაშაულისთვის განსასჯელ ლევან ამირიძის მიმართ. ნათია კორკოტაძის ინფორმაციით, პროკურატურამ სამოქალაქო პირების მიმართ, რომლებსაც ბრალი ედებათ ამბოხებასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მცდელობაში 14-წლიანი, კობა კობალაძის მიმართ კი, 13-წლიანი პატიმრობა მოითხოვა. "შესაძლოა, მოსამართლემ პროუკურატურის მოთხოვნას 2-3 წელი დააკლოს. პროკურატურის ასეთი მოთხოვნა დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებულია. მათ საბრალდებო დასკვნა გადმოიტანეს, სასჯელის ზომის გარდა არაფერი დაუმატებიათ, რაც ნიშნავს, რომ რამდენიმეთვიანმა სასამართლო გამოძიებამ ფუჭად ჩაიარა და ტყუილად გვატარეს პროცესებზე", - განაცხადა კორკოტაძემ. მისივე განმარტებით, სასამართლო პროცესი ხვალ ადვოკატების დაცვითი სიტყვით განახლდება. საქმეში, რომელსაც მოსამართლე ჯემალ კოპალიანი იხილავს, სულ 28 განსასჯელია. მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხება 2009 წლის 5 მაისს მოხდა. "ინტერპრესნიუსი" მე რომ მკითხოთ ესენი უდანაშაულოები არიან!
|
|
|
|
|
|
ახალ წელს კიდევ სამი ქართველი კანონიერი ქურდი ციხეში შეხვდება |
|
|
საახალწლოდ უკრაინისა და რუსეთის პოლიცია საგანგებო რეჟიმზეა გადასული. გასულ კვირას მათ სამი ქართველი კანონიერი ქურდი დააკავეს. ზვიად სახამბერიძეს საქართველოში კარგად იცნობენ. იგი თბილისში 2000 წელს დააპატიმრეს, მაგრამ 2001 წლის 19 იანვარს მან, სამ თანამზრახველთან ერთად, ქუთაისის ციხიდან გაქცევა მოახერხა. სამივე მათგანი ქართველმა სამართალდამცველებმა ერთი წლის შემდეგ თერჯოლაში დააკავეს. ძებნილებმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და ერთ-ერთი თანამშრომელი დაჭრეს. მაშინ სახამბერიძეს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მაგრამ "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიწყალეს(?!). ამჟამად სახამბერიძე მოსკოვში, წინასწარი დაკავების იზოლატორშია და ბრალი ნარკოტიკული ნივთიერების უკანონოდ შეძენა-მოხმარებაში აქვს წაყენებული. 16 დეკემბერს კიევის პოლიციამ ორი ოპერაცია დაგეგმა და ორივე წარმატებით დააგვირგვინა. მათ ჯერ "ლაშა სოხუმსკის" მეტსახელით ცნობილი 36 წლის ლაშა ჯაჭვლიანი დააკავეს, მერე კი "რამაზ კუტაისკი", იგივე რამაზ წიქორიძე. ჯაჭვლიანი სპეცდანიშნულების რაზმმა მეტროში, პირდაპირ ესკალატორიდან აიყვანა. მას ჯიბეში 30 გრამი ჰეროინი უპოვეს. უკრაინელმა სამართალდამცველებმა ისიც თქვეს, ჯაჭვლიანი მოსკოვის მილიციას რომ არ გაეშვა, ახლა მისი დევნა არ მოგვიწევდაო. ლაშა იმ იახტაზე იმყოფებოდა, რომელზეც ტარიელ ონიანი "სხადნიაკს" მართავდა და იმხანად სხვებთან ერთად ისიც აიყვანეს, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს. სავარაუდოდ, ჯაჭვლიანს საქართველოში დეპორტაცია არ ემუქრება, რადგან მან
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ვიტალი ხრიპუნის დეზერტირობის ფაქტზე რუსმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს |
|
|
რუსი მესაზღვრის, ვიტალი ხრიპუნის დეზერტირობის ფაქტზე რუსმა სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც სააგენტო ”რეგნუმი” იუწყება, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს. სისხლის სამართლის საქმეს საგამოძიებო კომიტეტის ე.წ. სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული სამხედრო საგამოძიებო ნაწილი იძიებს. წინასწარი ინფორმაციით, ვიტალი ხრიპუნმა 21 დეკემბერს სასაზღვრო კონტროლის სოფელ სინაგურში განთავსებული პოსტი თვითნებურად დატოვა და ავტომატი და საბრძოლო მასალა წაიღო. საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილით და 338-ე მუხლის მეორე ნაწილით არის აღძრული, რომლებიც იარაღისა და საბრძოლო მასალების გატაცებას და დეზერტირობას ითვალისწინებს. ვიტალი ხრიპუნის საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და რუსი მესაზღვრეების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან აცნობეს. "აღნიშნული შეხვედრა მხოლოდ ორმხრივი იყო და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში არ გამართულა. შედგა საუბარი, თუ რა როლის შესრულება შეუძლია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას. თუმცა, ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლება და გაერო-ს ლტოლვილთა კომისარიატის წარმომადგენლობა წყვეტენ", - განაცხადეს მისიაში. აქვე აღნიშნეს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
"გვეშინოდა, რომ როკის გვირაბს ააფეთქებდით და ჯავას დაარტყამდით, თქვენ კი..." |
|
|
მოსკოვში ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმზე წასვლა იმის გასაგებადაც ღირდა, თუ რა ალიაქოთი იყო ატეხილი 8 აგვისტოს დილას რუსეთის გენშტაბში და რატომ გზავნიან აგვისტოს ომგამოვლილ რუს ოფიცრებს სომხეთში... მოსკოვში ევროპისა და აზიის ჟურნალისტთა საერთაშორისო ფორუმში ქართველი ჟურნალისტების მონაწილეობის გამო სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ქართულ ტელეარხებზე ხელოვნურად ატეხილი აჟიოტაჟი ჩაცხრა, მაგრამ ცხარე დისკუსიებმა ტელეეკრანებიდან ინტერნეტსაიტებზე გადაინაცვლა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ინტერნეტდისკუსიებში ამ სტატიის ავტორის გვარიც (როგორც მოსკოვში ჩასული ქართველ ჟურნალისტთა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის) ხშირად ფიგურირებს (ბევრი გვამხნევებს, ზოგიერთი გვაკრიტიკებს), არავისთან თავის მართლებას არ ვაპირებთ, უბრალოდ, "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს ვთავაზობთ წინა ნომერში დაპირებული იმ საინტერესო დეტალების გაცნობას, რაც მოსკოვში ყოფნისას გავიგე. ზემოხსენებულ ფორუმში მონაწილეობდა არაერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი (ასევე უკრაინელი, შუააზიელი...), რომლებიც აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილ რუსულ სამხედრო დანაყოფებს მოჰყვებოდნენ სტატიებისა თუ სატელევიზიო სიუჟეტების მოსამზადებლად. არაოფიციალურ საუბრებში მათ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი გაიხსენეს, რომლებმაც გადამწყვეტი, საბედისწერო როლი ითამაშა ქართული მხარისთვის. ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა გაიხსენა ომის პირველ საათებში თავისი საუბარი რამდენიმე რუს გენერალთან - "გვეშინოდ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ავღანეთისკენ - ჯერ ასეული, მერე ბატალიონი, ბოლოს - ბრიგადა?! |
|
|
ავღანეთში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ISAF-ის ძალებში რომ უკვე გავგზავნეთ ერთი გაძლიერებული ასეული და გაისად გაზაფხულისთვის ასევე გაძლიერებულ ბატალიონს ვგზავნით, ალბათ უკვე ყველამ იცის. თუმცა ამ დღეებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე გამოვიდა ინიციატივით, რომ ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტშიც უნდა იმსახურონ. სანამ 2009 წლის 17 ნოემბერს სენაკის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ჩარლი ასეული (173 სამხედრო მოსამსახურე) 6 თვით ქაბულში გაემგზავრებოდა ISAF-ის ფრანგულ კონტინგენტში სამსახურისთვის, ავღანეთში უკვე იმყოფებოდა ლიტვის კონტინგენტზე მიწერილი ერთი ქართველი სამხედრო ექიმი, ანუ ითვლებოდა, რომ ქართული არმია ავღანეთში NATO-ს ეხმარებოდა (თუნდაც ერთი კაცით). 2010 წლის გაზაფხულზე ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში, აშშ-ის საზღვაო ქვეითებთან ერთად ჩაერთვება ქუთაისის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი 750 კაცის შემადგენლობით. გამოდის, რომ საქართველოს თავისი სამხედროები უკვე ეყოლება NATO-ს სამი წევრი ქვეყნის - აშშ-ის, საფრანგეთისა და ლიტვის სამხედრო დანაყოფებში. თუკი ამ სიას ჯერ დიდი ბრიტანეთის და შემდგომში სხვა ევროპული ქვეყნების (მაგალითად, გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.) სამხედრო კონტინგენტებიც დაემატება, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ახალ შემოვლით გზას ირჩევს ქვეყნის NATO-ში გაწევრების დასაჩქარებლად. კერძოდ, NATO-სკენ სვლის ახალი ტაქტიკა ასეთია: ავ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
|
|
ჯონ ლენონის 40 წლის წინანდელი ინტერვიუ პირველად გამოქვეყნდა |
|
|
გამოცემამ New Statesman ჯონ ლენონთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელიც ”ბითლზის” ლეგენდარულ სოლისტს 1968 წელს კილის უნივერსიტეტის ორმა სტუდენტმა ჩამოართვა. ამ დრომდე ”ბითლზის” ერთ-ერთი დამაარსებლის საუბარი სრულად არასდროს დაბეჭდილა. ლენონის თაყვანისმცემლებისთვის ცნობილია მხოლოდ ექვსსაათიანი ინტერვიუს მცირე ფრაგმენტი. 1968 წლის 2 დეკემბერს სტუდენტებმა მორის ჰაინდლიმ და მისმა მეგობარმა დენიელ უაილისმა, რომლებმაც ჯონ ლენონთან შესახვედრად ავტოსტოპით რამდენიმე ათასი კილომეტრი გაიარეს, მუსიკოსისა და მისი შეყვარებულის იოკო ონოს სახლში რამდენიმე საათი გაატარეს. ჰაინდლის მონათხრობის მიხედვით, მან ლენონთან ინტერვიუზე შეთანხმება გამოცემა Beatles Monthly-ს მეშვეობით შეძლო. ჟურნალისთვის მიწერილ წერილში სტუდენტი სთხოვდა მუსიკოსს, ეპასუხა "ბითლზის" ალბომის გაყიდვასთან დაკავშირებით, 1968 წელს გაჟღერებულ ბრალდებებზე. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლენონმა იგი სასაუბროდ მიიწვია. როგორც ჰაინდლი იხსენებს, ლივერპულელი ოთხეულის დამფუძნებელი მას და მის მეგობარს სურეის საგრაფოში, რკინიგზის სადგურში შეხვდა და სახლამდე საკუთარი ავტომობილით მიიყვანა. "ჩვენ რბილ, ინდურ ხალიჩაზე, დაბალფეხებიანი მაგიდის გარშემო მოვკალათდით. იოკო ძალზე ცოტას ლაპარაკობდა, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ ეს ჯონის დღე იყო და მანაც ძალიან ბევრი ისაუბრა" - აღნიშნა ინტერვიუერმა. ექვსსაათიანი საუბრის შემდეგ სტუმრებს იოკო ონოს მიერ დამზადებული რამდენიმე სახეობის ჯემი და პური შესთავაზეს. ჯონ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|
|
|
| « 1 2 ... 5 6 7 8 9 ... 19 20 » |
|
|
მეგობრები |
|
|
|
|
|
|
| |