ნავიგაცია

ძებნა
რეკლამა
ტოპ მომხმარებლები
Admin
Generalissimo
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
1503
237
217

Checked
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
215
207
29

Moder
Major
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
122
185
87

Admin
Colonel general
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
51
93
11

Checked
Private
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
27
49
5

მინი ჩათი
500
რუსმა ძალოვანებმა ”საქართველოში უცხოელების მიერ გაწვრთნილი ტერორისტები” იპოვნეს

რუსეთში ტერაქტების განხორციელების მიზნით, საქართველოში სამხედრო ბაზებზე ”უცხოელი ინსტრუქტორები” ტერორისტებს ამზადებენ. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არკადი ედელევმა განაცხადა.

ვლადიკავკაზში გამართულ კოლეგიის სხდომაზე, რომელმაც ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობის შედეგები შეაჯამა, ედელევმა განაცხადა, რომ ”საქართველოში მომზადებული ტერორისტები ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს საბრძოლო მოქმედებების ადგილად მოიაზრებენ, რასაც შეუძლია რუსეთის სამხრეთით ვითარების დესტაბილიზაცია”. გენერალ-პოლკოვნიკის აზრით, სავარაუდო ტერორისტული ჯგუფები საფრთხეს წარმოადგენენ ჩრდილოეთ ოსეთისთვის, ინგუშეთისთვის, დაღესტნისთვის, ჩეჩნეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაევო-ჩერქეზეთისთვის.

”რუსეთის სამხრეთით საერთაშორისო ტერორიზმის ესკალაციის საშიშროება უწინდებურად რეალურია” - განაცხადა ედელევმა. მისი მონაცემებით, 2009 წელს ჩრდილო-კავკასიის რეგიონში ტერორისტული სახის დანაშაულმა 19 პროცენტით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ოქტომბერში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა ქართული სპეცსამსახურები ”ალ-ქაიდას” ქსელის ხელშეწყობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ”ალ-ქაიდას” ჩეჩნეთში ტერორისტების გადაგზავნასა და დაღესტანში იარაღის მიწოდებაში ეხმარებიან. საქართველომ ბორტნიკოვის ამ განცხადებას ”სრული სიცრუე და დეზინფორმაცია” უწოდა.

მომზადებულია ლენ ... კითხვის გაგრძელება »

"საკადრო დაბომბვა" თავდაცვის სამინისტროში

თავდაცვის სამინისტროში დიდი აურზაურია. სამხედროთა ატესტაციასა და შემდეგ საკადრო ცვლილებებს ბოლო არ უჩანს. ამ ყველაფრის შემოქმედი კი მინისტრი ბაჩო ახალაიაა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაწყებულ საკადრო წმენდას, შესაძლოა, ისიც შეეწიროს. ექსპერტები უახლოეს მომავალში მთავრობაში ახალი კარუსელის დატრიალებას არ გამორიცხავენ. ვესაუბრებით სამხედრო საქმის ექსპერტს, ბატონ გიორგი თავდგირიძეს:

- დიდია ალბათობა, რომ ბაჩო ახალაია მართლაც შეცვალონ. ჯერ ერთი, როგორც წესი, თავდაცვის სისტემაში ასეთი საკადრო წმენდის შემდეგ მინისტრი იცვლება ხოლმე, რათა ახალმა კადრმა გადახალისებული სამინისტრო ახლებურად მართოს. მოკლედ, "მავრმა გააკეთა თავისი საქმე..." თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ვითომ რეფორმა ისე არასწორად და დაუგეგმავად ხორციელდება, არც ახალი მინისტრის დანიშვნით შეიცვლება რამე სასიკეთოდ.

- კიდევ რა მიზეზით შეიძლება გაათავისუფლონ ბაჩო ახალაია?
- საქმე ის არის, რომ ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები მისი დანიშვნით უკმაყოფილონი იყვნენ და მას შემდეგ ყოველთვის ლაპარაკობენ მისი შეცვლის აუცილებლობაზე. საქართველოს ხელისუფლება კი, სავარაუდოდ, იძულებულია, გაუწიოს ანგარიში მათ აზრს.

დეკემბრის მიწურულს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო უწყებაში მოულოდნელი ატესტაცია დაიწყო, რის შედეგადაც თანამდებობას დაახლოებით 200-მდე პოლკოვნიკი და ვიცე-პოლკოვნიკი დაკარგავს. ხელისუფლების ენაზე "საკადრო ოპტიმიზაციაში", ექსპერტთა აზრით კი - საკადრო წმენდაში მალე მაიორებიც მოყვებიან დ ... კითხვის გაგრძელება »

ქართველი სამხედროები გერმანიაში გაემგზავრნენ

ქართველი სამხედროები გერმანიის ქალაქ ჰოჰენფელსში მდებარე ამერიკულ ბაზაზე წვრთნებს გაივლიან.

31-ე ბატალიონის მესამე ბრიგადის გაძლიერებული ასეული 185 კაცის შემადგენლობით გერმანიაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გააცილა.
სამინისტროს ინფორმაციით, ასეული იმ ბატალიონის შემადგენლობაში შედის, რომელიც ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად მიემგზავრება.
“ჩვენი ბიჭები კარგად არიან მომზადებული. ეს მაძლევს იმის იმედს, რომ მათზე დაკისრებულ ვალდებულებას წარმატებით გაართმევენ თავს”, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით სპეციალურ ინტენსიურ წვრთნებს 2009 წლის პირველი სექტემბრიდან გადიან. აშშ-ის გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში (JMRC) ჯარისკაცების წვრთნასა და მომზადების დონის შეფასებას, როგორც ცენტრის ექსპერტები, ისე ამერიკელი საზღვაო ქვეითების ტრენერთა და მრჩეველთა ჯგუფი ახორციელებენ.

ჰოჰენფელსში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე წვრთნებში 750 ქართველი სამხედრო მონაწილეობს. მათი წვრთნა გერმანიაში ეტაპობრივად მიმდინარეობს. წვრთნების წარმატებით გავლის შემდეგ ქართველი სამხედროები ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად სრულ მზადყოფნაში იქნებიან.

"ინტერპრესნიუსი"

გამოქცეული რუსი მიჩმანი მთავარ საფრთხეზე მიგვითითებს...

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ФСБ-ში შემავალი რუსი მესაზღვრეები ადგილობრივი მოსახლეობისგან აგენტურულ ქსელს ქმნიან...

აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსი სამხედროების გარდა რუსი მესაზღვრეებიც გამოჩნდნენ და ნათელი გახდა, რომ რუსეთის სპეცსამსახურები კიდევ უფრო გააქტიურდნენ.
მაშინ "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ საბჭოთა КГБ-ში შემავალი მესაზღვრეები საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე ადგილობრივ მოსახლეობას აგენტურულ ქსელში ჩართავდნენ, რათა მუდმივად ჰქონოდათ ინფორმაცია საზღვარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.
პუტინმა რუსი მესაზღვრეები სტრუქტურულად საბჭოთა КГБ-ს რუსულ მემკვიდრე ФСБ-ში დააბრუნა, შესაბამისად - გაგრძელდა საბჭოთა ტრადიციებიც.
გალის რაიონში, მდ. ენგურის მარჯვენა სანაპიროს გაყოლებით, ასევე ცხინვალის, ჯავისა და ახალგორის რაიონების ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ რუსი მესაზღვრეები საგუშაგოებსა და კომენდატურებს ქმნიან, აღწერენ "საზღვრის" ახლოს მცხოვრებთა ზუსტ მონაცემებს და მათ გადასაბირებლად და აგენტურულ-სადაზვერვო ქსელის შესაქმნელად მუშაობას იწყებენ.
ჩვენი მოსაზრების ერთგვარი მტკიცებულება გახდა ინტერნეტგამოცემა "კავკაზსკი უზელში" გამოქვეყნებული გამოქცეული რუსი მესაზღვრე-მიჩმანის ვიტალი ხრიპუნის ბოლო ინტერვიუ.
რუსეთში დეზერტირად ძებნილი და თბილისს თავშეფარებული რუსი მიჩმანი გულახდილად აცხადებს, - რუსული სპეცსამსახურები ოსურ სოფლებში მოსახლეობას ფსიქოლოგიურად ამუშავებენ, სპეცსამსახურისა და დაზვერვის თანამშრო ... კითხვის გაგრძელება »

შსს-მ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქის დაკავების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 2010 წლის 4 იანვარს გორის რაიონის სოფელ ნიქოზში დააკავეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული, ოსური ბანდფორმირების წევრი, 1975 წელს დაბადებული გენადი ფილიევი.

"პლიევს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა და ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებული იყო გადმოსული. დაკავებული იზოლატორშია გადაყვანილი", - განაცხადა დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა.

ოსური მხარის მტკიცებით კი, გენადი პლიევი ქართულმა სპეცსამსახურებმა ცხინვალის შანხაის რაიონში 4 იანვარს დილით იმ დროს დააკავეს, როცა ვარჯიშობდა. მათივე ინფორმაციით, გენადი პლიევს დაახლოებით 07:00 საათზე ხუთი ადამიანი იმ დროს დაესხა თავს, როდესაც "საქართველოსთან მოსაზღვრე" შანხაის რაიონში ვარჯიშობდა.

"ინტერპრესნიუსი"

ოკუპირებული რეგიონები - 2009 წლის სტატისტიკა

2009 წლის დასაწყისში, 20 იანვარს რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.
ამავე დღეს სოხუმს "ინტერ რაო ეეს”-ის ხელმძღვანელი ევგენი დოდი ეწვია.
26 იანვარს რუსეთის არმიის უმცროსი სერჟანტი ალექსანდრე გლუხოვი ახალგორში მდგარი რუსული სამხედრო ნაწილიდან 26 იანვარს გაიქცა და დახმარებისთვის ქართულ პოლიციას მიმართა. რუსულმა მხარემ თავდაპირველად გლუხოვის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურები დაადანაშაულა, მოგვიანებით კი რუსეთის სამხედრო პროკურატურამ საკუთარ ჯარისკაცზე დეზერტირობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მისი გადაცემა მოითხოვა. საქართველოს ხელისუფლებამ გლუხოვს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა. თებერვლის დასაწყისში რუსმა სამხედროებმა ცხინვალში ბაზის პირველი ობიექტების მშენებლობა დაასრულეს.

18 თებერვალს კი ჟენევაში, კავკასიის უსაფრთხოების საერთაშორისო კონსულტაციის მეოთხე რაუნდზე მხარეები ინციდენტების თავიდან აცილებისა და რეაგირების ერთობლივი მექანიზმების ამუშავებაზე შეთანხმდნენ. ეს იყო რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მხარეებს შორის მიღწეული პირველი შეთანხმება.

2 მარტს, სოხუმს აგვისტოს კონფლიქტის გამომწვევი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელი ჰეიდი ტალიავინი ესტუმრა. 6 მარტს კი ტალიავინი ცხინვალში ჩავიდა და ცხინვალის რეჟიმის ლიდერს ედუარდ კოკოითის შეხვდა.
6 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ სერბ რეჟისორს, ე ... კითხვის გაგრძელება »

ისრაელი აღმოსავლეთ იერუსალიმში 700 სახლის აშენებას აპირებს

ისრაელი პალესტინელთა პროტესტის მიუხედავად აღმოსავლეთ იერუსალიმში, დაახლოებით, 700 ახალი სახლის აშენებას გეგმავს. აღნიშნული ტერიტორია ძირითადად არაბებითაა დასახლებული.
ამ გეგმას აკრიტიკებენ ასევე აშშ და ევროკავშირი.

აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაცია 1967 წლის ივნისში ექვსდღიანი ომის დროს განხორციელდა, როდესაც ერთ მხარეს ისრაელი და მეორე მხარეს ეგვიპტე, სირია და იორდანია ერთმანეთს ეომებოდნენ. მოგვიანებით აღმოსავლეთ იერუსალიმის ანექსია მოხდა, თუმცა ეს ნაბიჯი საერთაშორისო თანამეგობრობამ არ აღიარა.

აღმოსავლეთ იერუსალიმზე პრეტენზიას აცხადებენ პალესტინელები, რომლებსაც მომავალში აღმოსავლეთ იერუსალიმის თავიანთ დედაქალაქად ქცევა სურთ. მათი თქმით, ისრაელის სამშენებლო გეგმები ცხადყოფენ, რომ ”ის მშვიდობისთვის მზად არა არის”.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

NEW TOPICS IN WEB-ARMY'S FORUM!

შეიქმნა რამოდენიმე მართლაც ძალიანსაინტერესო თემა... თემები შეიქმნა არტილერიის კატეგორიაში ბალისტიკურ რაკეტებზე, ავაიციაში მოიერიშეებზე, MILITARY-ში გამოკითხვა თუ რას ფიქრობთ ქართულ არმიაზე და ამავე კატეგორიაში შეიქმნა კიდევ ერთი თემა სახელწოდებით ყველანაირი სადაზვერვო ინფორმაცია მტერზე. მემგონი საინტერესო უნდა იყოს. wink

სამხედრო ფიცის მიღება


სამხედრო ფიცის მიღება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცდაცხრამეტმა უმცროსმა ოფიცერმა სამხედრო ფიცი მიიღო. საზეიმო ცერემონია ეროვნულ სასწავლო ცენტრ “კრწანისი”-ს ალგეთის სამხედრო პოლიგონზე გაიმართა.

სამხედრო მოსამსახურეებმა თავდაცვის ეროვნული აკადემიის ქვეით უმცროს ოფიცერთა დაწყებითი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. სასწავლო პროცესი 5 ოქტომბერს დაიწყო და 3 თვე გაგრძელდა. 12 კვირის განმავლობაში მსმენელებმა ჯარისკაცის ინდივიდულაური მომზადება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ბრძოლის ველიდან დაჭრილის ევაკუაცია, დღისა და ღამის ნავიგაცია და საინჟინრო მომზადება შეისწავლეს. სწავლება სულ 102-მა მსმენელმა გაიარა.

ღაზას სექტორსაა და იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ექვსი პალესტინელი მოკლეს

ისრაელის არმიის სამხედრო მოსამსახურეებმა ექვსი პალესტინელი მოკლეს: სამი მათგანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე და სამიც - ღაზას სექტორში.

ისრაელის ჯარის წარმომადგენელმა სააგენტო ”როიტერს” განუცხადა, რომ სამი პალესტინელი, რომლებიც ისრაელში შეჭრას ღაზას სექტორიდან ცდილობდნენ, საჰაერო დარტყმის შედეგად მოკლეს.

პალესტინელი მედიკოსების მოწმობით, სამი პალესტინელი, რომლებიც პრეზიდენტ მახმუდ აბასის ორგანიზაცია ”ФАТХ”-თან დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფების წევრები იყვნენ, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ქალაქ ნაბლუსში ჩაცხრილეს.

ეს ორი ინციდენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაელის მკვლელობიდან 2 დღის შემდეგ მოხდა.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

« 1 2 ... 4 5 6 7 8 ... 19 20 »
ავტორიზაცია
ადმინებთან კონტაქტი

რეკლამა

Save
სტატისტიკა
მეგობრები
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK
შენი ლინკი აქ! ~ WEB-ARMY.TK

Copyright © 2009
Designed By WEB-ARMY.TK Administration

GeorgianSoulja